მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვაგრძელებთ კომუნიკაციას აშშ-სთან, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება" - კობახიძე
"ვაგრძელებთ კომუნიკაციას აშშ-სთან, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება" - კობახიძე

"ვაგრძელებთ კომუნიკაციას აშშ-სთან, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება" - კობახიძე

BM.GE9 ივნისი, 2026, 17:05|bm.ge

"ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"ოცნების" მთავრობის პრემიერ მინისტრის თქმით, კომუნიკაციის შედეგი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება უნდა იყოს, რომელიც საქართველოს 2024 წელს შეუჩერდა.

კობახიძემ აშშ-სთან ურთიერთობების განახლებაზე გასულ კვირას სენატში რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონისა და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოს დიალოგის კონტექსტში ისაუბრა.

"ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი. ჯო უილსონზე მე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს, პრორუსულს ხომ ადრე იძახდა და ახლა პროირანული გავხდით, შეიძლება, ასეთი კაცი სერიოზულად მიიჩნიოს ვინმემ? რომელიც გამოდის და საქართველოს უწოდებს პროირანულ ქვეყანას. არასერიოზული კაცია. კაცი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რამდენად არასერიოზულია, ხომ ხედავთ. ასეთი არასერიოზული განცხადების გამკეთებელი კაცი როგორ შეიძლება, ვინმემ სერიოზულად მიიჩნიოს. ხვალ გამოვა და იტყვის, რომ პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ. საოცრებაა. ასეთი არასერიოზული მე არაფერი მინახავს და თქვენ შეგიძლიათ, ხშირად იმეოროთ ჯო უილსონის არასერიოზული ციტატები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 3 ივნისს სენატში გამართულ სხდომაზე ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ საქართველო ირანს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება და "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბების გამო არალეგიტიმური მთავრობაა. მის შეფასებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია საქართველოსგან ტრაექტორიის ცვლილებას იმედოვნებს. რუბიოსვე თქმით, "ოცნებამ" აშშ-ს ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო ურთიერთობების გამოსასწორებლად - ამ ცნობას "ქართული ოცნების" ლიდერები უარყოფენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE