მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაშინგტონმა ჩინური Moonshot AI სანქცირებული ამერიკული ჩიპების გამოყენებაში დაადანაშაულა
ვაშინგტონმა ჩინური Moonshot AI სანქცირებული ამერიკული ჩიპების გამოყენებაში დაადანაშაულა

ვაშინგტონმა ჩინური Moonshot AI სანქცირებული ამერიკული ჩიპების გამოყენებაში დაადანაშაულა

BM.GE24 ივლისი, 2026, 01:46|bm.ge

თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისის დირექტორმა, მაიკლ კრაციოსმა ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Moonshot AI შეერთებული შტატების საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლასა და Nvidia-ს თანამედროვე ჩიპებზე წვდომის მოპოვებაში დაადანაშაულა.

როგორც ირკვევა, ჩინურმა კომპანიამ Nvidia-ს GB300 ტიპის იმ მიკროპროცესორებზე მიიღო წვდომა, რომლებსაც ის ტაილანდში განთავსებული სერვერების მეშვეობით საკუთარი მოდელების გასაწვრთნელად იყენებდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, Moonshot AI-მ Anthropic-ის ფლაგმანური მოდელის, Fable-ის მონაცემებიც უკანონოდ მოიპოვა, რათა ახალი პროდუქტი, Kimi K3 შეექმნა.

ამასთან, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩინური კომპანიების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებასა და მათ შავ სიაში შეყვანას განიხილავს. ამერიკული მხარის შეფასებით, ჩინური საწარმოები ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების ინტელექტუალურ საკუთრებას მასშტაბურად იპარავენ.

რაც შეეხება Moonshot AI-ს ახალ პროდუქტს, გასულ კვირას წარდგენილი Kimi K3 თითქმის 2.8 ტრილიონი პარამეტრისგან შედგება და ის ყველაზე დიდ ღია კოდის მოდელია მსოფლიოში. შესაძლებლობებით ის ისეთ წამყვან ამერიკულ მოდელებს უთანაბრდება, როგორებიცაა Anthropic-ის Fable 5 და OpenAI-ის GPT 5.6.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE