მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 17:17|bm.ge

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რის შედეგადაც აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ძველი, დაზიანებული ხიდის სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების რკინაბეტონის ახალი ხიდი აშენდა.

დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ძველი, 64 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდი ბოლო პერიოდში მძიმედ იყო დაზიანებული, რის გამოც მასზე გადაადგილება საფრთხეს შეიცავდა, ხშირად იზღუდებოდა მძიმე ტრანსპორტის მოძრაობაც.

ახალი პროექტის ფარგლებში:

• აშენდა ახალი რკინაბეტონის ხიდი; • მოეწყო საფეხმავლო ტროტუარი (რომელიც ძველ ხიდს არ ჰქონდა) და ლითონის მოაჯირები; • დამონტაჟდა გარე განათების ბოძები და დაიხაზა გზა; • მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ხოლო საჰაერო სადენები მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდა.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 გარდაცვლილი ამოასვენეს | მაშველები კიდევ 4 ადამიანს ეძებენ

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 გარდაცვლილი ამოასვენეს | მაშველები კიდევ 4 ადამიანს ეძებენ

BM.GE

საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა რაოდენობა 20.2%-ით გაზარდა - საერთაშორისო მიმოსვლაში 5.6-ჯერადი ზრდაა

საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა რაოდენობა 20.2%-ით გაზარდა - საერთაშორისო მიმოსვლაში 5.6-ჯერადი ზრდაა

BM.GE

აშშ-მა ვენესუელასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

აშშ-მა ვენესუელასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

BM.GE

"მიღწეულია რიგი შეთანხმებები" - ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა დასრულდა

"მიღწეულია რიგი შეთანხმებები" - ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა დასრულდა

BM.GE