მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაზიანის აეროპორტში ფულის ჩადებას, ანაკლიის პორტი სჯობს, ეს უფრო სტრატეგიულია - დავით წიკლაური
ვაზიანის აეროპორტში ფულის ჩადებას, ანაკლიის პორტი სჯობს, ეს უფრო სტრატეგიულია - დავით წიკლაური

ვაზიანის აეროპორტში ფულის ჩადებას, ანაკლიის პორტი სჯობს, ეს უფრო სტრატეგიულია - დავით წიკლაური

BM.GE9 ივლისი, 2026, 00:40|bm.ge

ვფიქრობ, რომ ვაზიანის აეროპორტში ფულის ჩადებას, [ანაკლიის პორტი] ჯობია", - ეს "საქმიან დილაში" PMCG-ის მრჩეველმა დავით წიკლაურმა განაცხადა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობდა.

როგორც მან თქვა, სახელმწიფოს პროექტის დასაფინანსებლად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხის მოზიდვა არ გაუჭირდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ამ რესურსს სხვაგან მოიძიებს იქნება ეს საერთაშორისო საფინანსო სისტემები თუ კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც პროექტით დაინტერესდებიან. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ ვარაუდია, თუმცა გვაქვს მაგალითები, როდესაც მსხვილ პროექტებში აზერბაიჯანული და ყაზახური თანამონაწილეობა იკვეთებოდა. ვვარაუდობ, რომ სახელმწიფო ახლაც მსგავსი მოდელით იხელმძღვანელებს.

რაც შეეხება მინისტრის მიერ ნახსენებ 200 მილიონს, ეს არ არის ისეთი დიდი რესურსი, რომლის მობილიზებაც ქვეყანას დღეს გაუჭირდეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ნახევარმილიარდიან პროექტზეა საუბარი. შესაბამისად, ქვეყანას აქვს იმის საშუალება და ასე ვთქვათ, ფუფუნება, რომ ეს რისკი თავის თავზე აიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს დიდი მომავალი აქვს, ბევრს მაინც ეშინია მასში მარტო შესვლის.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ფულის მოზიდვა სრულიად მოხერხებადია. თანაც, საუბარი არ არის ერთ წელზე ეს პროცესი დროში, რამდენიმე წელზე გაიწერება. ამასთანავე, საქმე მხოლოდ საჯარო ფინანსებს არ ეხება. მართალია, საბოლოოდ ხალხს უწევს ამ რესურსის გადახდა და რისკების გაზიარება, მაგრამ აქ ჩადებული თანხა შეიძლება ბევრად უფრო ღირებული აღმოჩნდეს, ვიდრე სხვაგან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანას ბიუჯეტი ასათვისებელი აქვს და თანხის დასაბანდებლად ეფექტურ გზებს ეძებს.

მიმაჩნია, რომ ამ პროექტში ინვესტირება გაცილებით სჯობს ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაში ფულის ჩადებას. არჩევანის კუთხით თუ შევხედავთ, ეს პროექტი ბევრად უფრო სტრატეგიულია", - განაცხადა წიკლაურმა.

26 ივნისს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება და 2031 წლის ბოლოს დასრულდება. ახალი აეროპორტის ამუშავების შემდეგ, მთავრობაში აცხადებენ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ოპერირებას შეწყვეტს. 2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს მართვის უფლება 2031 წლამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ფულის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს წარსულის დანაშაულებს ახსენებენ - ფეისბუკპოსტებით ოპოზიციის ბრძოლა ფულის თემამდე დავიდაიმედი
  • ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ? საუბრობდა, უკრაინას მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, მშვიდობაა საქართველოშიორუსთავი 2
  • უცხოური ფული კრემლის პარტიებში - „იაბლოკომ“ ექვსი პოლიტიკური ძალის დაფინანსებაში უცხოური კვალი აღმოაჩინატვ პირველი
  • კალაძე: სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფულიფორმულა
ფულის →

მსგავსი სტატიები

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

BM.GE

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

BM.GE

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE