მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება - კვიჟინაძე ყეინიშვილზე
ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება - კვიჟინაძე ყეინიშვილზე

ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება - კვიჟინაძე ყეინიშვილზე

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 19:37|bm.ge

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საბოლოო შეფასებების გაკეთებამდე საჭიროა, სამართლებრივი პროცესების დასრულება და სასამართლოს გადაწყვეტილების დალოდება.

ასე უპასუხა კვიჟინაძემ BMG-ის კითხვას, რომელიც დაინტერესდა პარლამენტი ხომ არ დააყენებს ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოდან გადაყენების საკითხს.

"პასუხი ძალიან მარტივია. ჯერ უნდა დაველოდოთ პროცესებს. მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება. რაც შეეხება ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და გასაგებია, რომ ცუდია.

რაც შეეხება იმას, დავუჭირეთ თუ არა მხარი, კი დავუჭირეთ, მაგრამ ალბათ ყველას გახსოვთ, აქ მე არ ვამბობ არც ცუდს და არც კარგს, უბრალოდ, იმ შემთხვევაში სხვა გზა არ გვქონდა. მოგეხსენებათ, 9 წევრიდან მხოლოდ 5 გვყავდა და შემდეგ კიდევ 2 წავიდა. 2 წევრი რომ არ მიგვეღო, პრეზიდენტი წევრებს არ გზავნიდა, ეროვნულ ბანკსა და საბჭოს წევრებსაც აღარ ექნებოდათ ქმედითუნარიანობა, ანუ ეროვნული ბანკი პრაქტიკულად კოლაფსში გადადიოდა. მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ვინმეს რამე ეკუთვნის თუ არა, უბრალოდ სხვა ვარიანტი არ გვქონდა მხარი უნდა დაგვეჭირა და დავუჭირეთ. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს პროკურატურაში აღძრული საქმეა. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი მომხდარა, ან შეიძლება რაღაც მომხდარა. მე არ ვიცი, ეს ამბავი თქვენთან ერთად პირველად გავიგონე", - განაცხადა კვიჟინაძემ.

ეროვნულმა ბანმა 9 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

გადაწყვეტილება ძალაში იქნება გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცანეტგაზეთი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრორუსთავი 2
  • ფრანგი ფოტოგრაფის საქართველოდან შესაძლო გაძევების საქმე - სასამართლო გადაწყვეტილებას 12 ოქტომბერს გამოაცხადებსტვ პირველი
  • საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებსფორმულა
სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას განიხილავს

აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას განიხილავს

BM.GE

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

BM.GE

ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით - რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს

ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით - რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს

BM.GE

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

BM.GE