მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვფიქრობ, ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე" - ირანის ელჩი რუბიოს საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება
"ვფიქრობ, ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე" - ირანის ელჩი რუბიოს საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

"ვფიქრობ, ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე" - ირანის ელჩი რუბიოს საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

BM.GE4 ივნისი, 2026, 14:10|bm.ge

"მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე", - ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს.

ელჩი ამ კომენტარით გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გუშინდელ განცხადებას და აღნიშნა, "ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს".

ცნობისთვის, რუბიომ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს დღევანდელი ტრაექტორია შეიცვლება". კერძოდ, ჯო უილსონმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მმართველი პარტია ირანთან და ჩინეთთან თანამშრომლობაში, ასევე ანტიდასავლური დღის წესრიგის გატარებაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სრულად იზიარებს აღნიშნულ შეშფოთებას, თუმცა ბოლო პერიოდში ქართული მხარისგან ორმხრივი კავშირების აღდგენის მზაობის გარკვეული სიგნალები მიიღეს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ არსებული ნეგატიური დინამიკის შეცვლა შესაძლებელია, რაც საბოლოო ჯამში თბილისის კონკრეტულ ქცევასა და ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

"ნება მომეცით, თუ შეიძლება, მინდა ვუპასუხო საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას. საქართველოსთან დაკავშირებით, მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ, ჩვენს მანამდე არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. ბოლო დროს მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ განვუმარტეთ მათ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რას მოითხოვს ეს.

ჩვენ მივიღეთ გარკვეული პოზიტიური პასუხები. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში შევძლებთ მათი დღევანდელი ტრაექტორიის შეცვლას. რა თქმა უნდა, გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან ჩამოაყალიბეთ, როგორც ჩვენთვის უკვე არსებული პრობლემები. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა, ტრაექტორიის შეცვლას არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევის კუთხითაც", - განაცხადა მარკო რუბიომ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებიაიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE