მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არის და რა ქონებას ფლობს მცხეთა-მთიანეთის ახალი რწმუნებული?
ვინ არის და რა ქონებას ფლობს მცხეთა-მთიანეთის ახალი რწმუნებული?

ვინ არის და რა ქონებას ფლობს მცხეთა-მთიანეთის ახალი რწმუნებული?

BM.GE14 აგვისტო, 2026, 05:00|bm.ge

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა. ის 13 აგვისტოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს წარუდგინა.

ზაუტაშვილი აქამდე რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თუმცა აღნიშნული სამინისტრო უქმდება. იქამდე კი მისი საქმიანობა ძირითადად კერძო სექტორს უკავშირდება.

ლევან ზაუტაშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2025 წელს აქვს ჩაბარებული. დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, ნინო ჭალაგანიძე ფლობდა 720 კვ.მ საცხოვრებელ სახლს წყნეთში, ორ ბინას თბილისში (ჭავჭავაძეზე – 188.3 კვ.მ და ზალდასტანიშვილების ქუჩაზე – 142.19 კვ.მ) და ერთ ბინას ქობულეთში (491 კვ.მ). თავად ლევან ზაუტაშვილი კი 2017 წელს 43 350 დოლარად ნაყიდ ბინას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (121.1 კვ.მ).

ზაუტაშვილმა 2020 წელს ჩუქებით მიიღო მაღალი გამავლობის lexus rs400h, მისმა მეუღლემ კი ამავე წელს იყიდა 20 000 დოლარად JAGUAR E-PACE.

დოკუმენტში აღნიშნულია შემოსავლები, რაც ზაუტაშვილის სამეწარმეო საქმიანობას ეხება. ის იყო შპს „ბსბ ტერმინალის“ დირექტორი, საიდანაც 2024 წელს მიიღო 29,489 ლარი. ასევე იყო შპს „ბარ ბოლი Georgia-ს“ დირექტორი (2024–2025 წლებში), საიდანაც მიიღო 5,003 ლარი.

ლევან ზაუტაშვილმა 2024 წელს შპს მტევინოს ფინანსურ საკითხებში კონსულტანტის პოზიციაზე 33170 ლარის ანაზღაურება მიიღო, ასევე იყო შპს კალტის სპეციალისტის, საიდანაც 2653 ლარი აქვს მიღებული. მისი მეუღლე კი 2024 წელს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოს წევრი იყო და ამისთვის მიიღო 7761 ლარი, ასევე შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი, საიდანაც 77270 ლარი აქვს მიღებული. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე მან 14870 ლარი მიიღო, ხოლო ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე 1400 ლარი საკითხავი მასალის ექსპერტიზისთვის.

დეკლარაციაში მითითებულია ხარჯები რამდენიმე სესხის მომსახურებაზე ჯამურად 200 ათას ლარზე მეტი ოდენობით და 16540 ლარის საიჯარო შემოსავალი (მაცივრიანი ავტომანქანის იჯარის საფასური). ზაუტაშვილმა 173,770 ლარი მიიღო გასესხებული თანხების დაბრუნების შედეგად.

2024 წელს მან შვილისგან, ნიკოლოზ ზაუტაშვილისგან ჩუქების სახით 23000 ლარი მიიღო, ხოლო მეგობრისგან 4700 ლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუმინეთსა და უნგრეთში ელექტროსადგურების მუშაობა შეფერხდა - მიზეზი დუნაიში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლებაა

რუმინეთსა და უნგრეთში ელექტროსადგურების მუშაობა შეფერხდა - მიზეზი დუნაიში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლებაა

BM.GE

რეგიონებში 36 ახალი საბავშვო ბაღის მშებნებლობისთვის 100 მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

რეგიონებში 36 ახალი საბავშვო ბაღის მშებნებლობისთვის 100 მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

BM.GE

გონიოს სანაპიროზე თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები ალაგდა - მუნიციპალური ინსპექცია

გონიოს სანაპიროზე თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები ალაგდა - მუნიციპალური ინსპექცია

BM.GE

რა ქონებას ფლობს ექსსაგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს ელჩი ილია დარჩიაშვილი?

რა ქონებას ფლობს ექსსაგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს ელჩი ილია დარჩიაშვილი?

BM.GE