მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ ფლობს კომპანია Aspect-ს, რომელიც თბილისთან ნავთობის და გაზის ძიებაში $70 მილიონს ჩადებს
ვინ ფლობს კომპანია Aspect-ს, რომელიც თბილისთან ნავთობის და გაზის ძიებაში $70 მილიონს ჩადებს

ვინ ფლობს კომპანია Aspect-ს, რომელიც თბილისთან ნავთობის და გაზის ძიებაში $70 მილიონს ჩადებს

BM.GE2 მაისი, 2026, 00:05|bm.ge

ამერიკულმა ნავთობკომპანია Aspect-მა 2026 წლის თებერვალში საქართველოში შვილობილი კომპანია დააფუძნა, რომელმაც თბილისის მიმდებარედ, 301.7 მილიონი ბარელი ნავთობის და ბუნებრივი აირის ძებნა-ძიების სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გააფორმა .

აქამდე აღნიშნული არეალის - ჩრდილოეთ სამგორის სალიცენზიო მმართველი კომპანია Georgia oil & Gas limited-ი იყო, რომელმაც კომპანია Aspect-ს ბლოკის განვითარების უფლება მიჰყიდა.

"Aspect Georgia LLC-ს გადაეცემა სამი კონტრაქტორი კომპანიის - Georgia Oil and Gas Limited-ის, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და GOG SLADS Limited-ის ერთობლივი პროექტის წილი. აღნიშნულ კონტრაქტორებს შორის XIQ სალიცენზიო ფართობზე „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება“ 2021 წლის 23 დეკემბერს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებული ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად გაფორმდა.

ხელშეკრულებაში ცვლილებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ,“ მოქმედმა კონტრაქტორმა კომპანიებმა — Georgia Oil and Gas Limited (GOGL), სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, GOG SLADS Limited-მა და ახალმა ინვესტორმა — Aspect Georgia LLC-მ,"- ნათქვამია საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Aspect Georgia LLC რეგისტრირებულია აშშ-ის კოლორადოს შტატში და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის — Aspect Holding LLC-ის აფილირებულ კომპანიას. ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის 100%-ის წილი ეკუთვნის შონ ქანადეის, რომელიც Aspect Holding LLC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მისი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ალექს ქრანბერგი, რომელმაც კომპანია 1992 წელს დააფუძნა. Aspect Holding LLC-ს პროექტები განხორციელებული აქვს აშშ-ში ტეხასსა და ლუიზიანაში, ასევე ბელიზში, პერუში, უნგრეთსა და ერაყის ქურთისტანში. 2026 წლის თებერვალში ის ესწრებოდა პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას, სადაც ტრამპმა ამერიკელ ნავთობის აღმასრულებლებს ვენესუელაში საქმიანობის დაწყებისკენ მოუწოდა.

Aspect-ის ვებგვერდის თანახმად, მათი დირექტორთა საბჭოს წევრია კევინ მაკართი, რომელიც 2023 წლის განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს იკავებდა.

რაც შეეხება ნავთობის და გაზის მოპოვებას საქართველოში, ის ქვეყნის მოხმარების 0.1%-ზე ნაკლებია. კერძოდ, კი გაზის მოპოვება იყო 13 მლნ მეტრ კუბი, რაც მოხმარების - 3.3 მილიარდი მეტრ კუბის 0.04%-ს შეადგენდა. ნავთობის მოპოვება კი 21.9 ათასი ტონა იყო, რაც 1.6 მილიონი ტონის მთლიანი მოხმარების 0.013%-ია.

ნავთობისა და გაზის სააგენტოს ვებგვერდზე არ იყო მითითებული თუ რა ვადებში გეგმავს კომპანია Aspect-ი აღნიშნული ინვესტიციების განხორციელებას.

კომპანია Aspect-ის, ჩრდილოეთ-სამგორის სალიცენზიო არეალი საქართველოში:

გარდა ამერიკული კომპანიებისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებით ჩინური კომპანიები არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაინტერესდა ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil, რომლის წარმომადგენლებსაც მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. სამინისტროს ცნობითვე, დაინტერესება ასევე გამოხატა Geo-Jade Petroleum Corporation-მა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

UEFA-ს საკლუბო ტურნირების მედია შემოსავლები $5 მილიარდს გადააჭარბებს

UEFA-ს საკლუბო ტურნირების მედია შემოსავლები $5 მილიარდს გადააჭარბებს

BM.GE

AI ბუმის ფონზე Caterpillar-მა წლიური შემოსავლის პროგნოზი გაზარდა

AI ბუმის ფონზე Caterpillar-მა წლიური შემოსავლის პროგნოზი გაზარდა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

ფარმაცევტული კომპანია Merck-ის კვარტალურმა შემოსავალმა 16.29 მილიარდ დოლარს მიაღწია

ფარმაცევტული კომპანია Merck-ის კვარტალურმა შემოსავალმა 16.29 მილიარდ დოლარს მიაღწია

BM.GE