მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - კობახიძე აშშ-ზე
ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - კობახიძე აშშ-ზე

ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - კობახიძე აშშ-ზე

BM.GE2 აგვისტო, 2026, 18:00|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ინარჩუნებს ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა მოხერხდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია გრძელდება.

„ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. იმედია, რომ ჩვენ ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სტრატეგიული პარტნირობის აღდგენას. ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ განცხადება იმის შესახებ, რომ მან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება გადაწყვიტა.

სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაშია ასახული, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პირველ შეხვედრაზე, რომელიც 2009 წლის ივნისში გაიმართა, ოთხი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა ქარტიაში განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებზე სამუშაოდ. ეს სფეროებია:

• დემოკრატია; • თავდაცვა და უსაფრთხოება; • ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული საკითხები; • ხალხთა შორის და კულტურული გაცვლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 146 სტატია.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდაიმედი
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოსფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

TP საქართველომ  ქართულ-გერმანული ცენტრთან ერთად ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა

TP საქართველომ  ქართულ-გერმანული ცენტრთან ერთად ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა

BM.GE

კრეატიულობა, AI, ბრენდები და ინფორმირებული არჩევანი - რა მოხდა Ad Black Sea Festival 2026-ზე

კრეატიულობა, AI, ბრენდები და ინფორმირებული არჩევანი - რა მოხდა Ad Black Sea Festival 2026-ზე

BM.GE

გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

BM.GE

სინგაპურული Changi Airports ვაზიანის აეროპორტის ოპერატორის შესარჩევ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას|დეტალები

სინგაპურული Changi Airports ვაზიანის აეროპორტის ოპერატორის შესარჩევ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას|დეტალები

BM.GE