მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვირლანდიამ" ეკოტურისტული სივრცე გახსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?
"ვირლანდიამ" ეკოტურისტული სივრცე გახსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

"ვირლანდიამ" ეკოტურისტული სივრცე გახსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

BM.GE11 ივლისი, 2026, 18:45|bm.ge

სახედრების ფერმა „ვირლანდია“ საქმიანობას აფართოებს და ეკოტურიზმის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. BM.GE-სთან ინტერვიუში ფერმის დამფუძნებელი თორნიკე ტეფნაძე ამბობს, რომ თბილისის მახლობლად, სოფელ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე ფერმამ ვიზიტორების მიღება უკვე დაიწყო.

მისივე ინფორმაციით, ეკოტურისტული სივრცის მოსაწყობად ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.

„ჩვენი ფერმა თბილისის მახლობლად, სოფელ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გადავწყვიტეთ, ეკოტურიზმის მიმართულება განგვევითარებინა და უკვე ერთი კვირაა, რაც ვიზიტორებს ვმასპინძლობთ. ახალი სივრცის მოწყობას ოთხი თვე დასჭირდა, რაშიც დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ“, - ამბობს თორნიკე ტეფნაძე.

მისი განმარტებით, ფერმის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო, მათ შორის დასასვენებელი სივრცე, მაღაზია და ცხოველების საჩვენებელი ზონა.

„მოეწყო სივრცე ვიზიტორებისთვის, აშენდა პატარა კოტეჯი, მაღაზია, სადაც ადგილზე ჩვენი პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი, ასევე ცხოველებისთვის სპეციალური შემოღობილი სივრცე, სადაც საჩვენებელი და გამორჩეული ეგზემპლარები განთავსდა”, - აღნიშნავს ფერმის დამფუძნებელი.

ტეფნაძის ინფორმაციით, ვიზიტორებს ფერმაში ცხოველებთან ინტერაქცია, მათი გამოკვება, სახედარზე და ცხენზე გასეირნება, ასევე ბუნებაში დასვენება შეეძლებათ. პაკეტი ასევე მოიცავს ტბაზე ნავით გასეირნებას, თევზაობას, სახედრის რძისა და მისგან დამზადებული პროდუქციის დაგემოვნებასა და შეძენას.

„ვიზიტორები გაეცნობიან ფერმას, გამოკვებავენ და მოეფერებიან ცხოველებს, ბავშვებს სახედარზე გასეირნების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე შესაძლებელი იქნება ცხენზე ჯირითი. გარდა ამისა, ტბაზე ნავით გასეირნება, თევზაობა, ჩვენი რძისა და რძის ბაზაზე დამზადებული საპნების დაგემოვნება და შეძენაც იქნება შესაძლებელი“, - ამბობს ტეფნაძე.

ფერმაში ვიზიტის ღირებულება 7 წლამდე ბავშვებისთვის 30 ლარია, ხოლო უფროსებისთვის – 50 ლარი.

„კვების შემთხვევაში ერთ ადამიანზე დამატებით 30 ლარი დაემატება. მენიუში იქნება მწვადი, სალათები, ხაჭაპური, ლობიანი, ყველი, კიტრი-პომიდორი და სხვა მარტივად მოსამზადებელი პროდუქტები“, – აცხადებს თორნიკე ტეფნაძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ივნისი 83%-იანი დატვირთვით დავასრულეთ" - როგორია მოთხოვნა თელავში სასტუმრო "ესკიზზე"?

"ივნისი 83%-იანი დატვირთვით დავასრულეთ" - როგორია მოთხოვნა თელავში სასტუმრო "ესკიზზე"?

BM.GE

"მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს" - "ონექსი" ონლაინ ვაჭრობაზე

"მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს" - "ონექსი" ონლაინ ვაჭრობაზე

BM.GE

პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა

პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა

BM.GE

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - გამოცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - გამოცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

BM.GE