მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა
BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა

BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა

BM.GE26 აგვისტო, 2026, 00:46|bm.ge

BMG-ის ინფორმაციით, კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ (Black Sea Petroleum, BSP) ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის ალტერნატიული, არარუსული ნედლეულით ჩანაცვლების პროცესი დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, ქარხანა 2026 წლის 24 აგვისტოდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს.

დივერსიფიკაციის ფარგლებში, BSP-მა ყაზახური ნედლი ნავთობის მიღება 2026 წლის ივლისში დაიწყო, რაც საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ სტატისტიკაშიც ასახა საქსტატმა.

BSP-ის მიერ ივლისშივე გაკეთებული განცხადების მიხედვით კი უკვე აგვისტოდან კომპანია რუსული ნედლი ნავთობის სრულ ჩანაცვლებას შეძლებდა, რადგან ამ პერიოდში კომპანია ყაზახეთიდან დამატებით მოცულობებს ელოდა, რასაც ლიბიური წარმოშობის ნავთობის იმპორტის დაწყებაც უნდა მოჰყოლოდა.

კომპანიის წინა განცხადების თანახმად, BSP-ის ლიბიიდან ნავთობის მიწოდების ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებაიმედი
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდაფორმულა
პროცესი →ნავთობის →

მსგავსი სტატიები

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

BM.GE

უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

BM.GE

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

BM.GE