
ლუდის ადგილობრივი წარმოება ბოლო 2 წელია მცირდება - TBC Capital
TBC Capital-ის პუბლიკაციის თანახმად, ლუდის ადგილობრივი წარმოება ბოლო 2 წელია მცირდება და დაახლოებით 2021 წლის დონეზეა. ამასთან, კლება 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა.
"მიწოდების მხრივ, ადგილობრივი ლუდის წარმოება ზედიზედ მეორე წელს შემცირდა და 2025 წელს 114 მლნ ლიტრი შეადგინა.
მიუხედავად ამისა, ფასების ზრდამ სექტორის შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო და ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება",- აღნიშნავენ TBC Capitali-ში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141 მილიონი ლიტრი იყო. იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge