მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 15:12|bm.ge

საქართველოს ბანკის ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პარტნიორი — ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Visa შემოუერთდა. კამპანიის ფარგლებში, Visa-მ ქართველ პარალიმპიელებთან - ირმა ხეცურიანთან და გიგა ოჩხიკიძესთან თანამშრომლობა დაიწყო.

საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ის ერთობლივი პროექტი ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში:„ყველა გამარჯვება პატარა, გაბედული ნაბიჯების შედეგია. Visa ამაყობს, რომ პარალიმპიელების გვერდით დგას წარმატების გზაზე, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.“

ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.

ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის — შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 15 მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

BM.GE

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

BM.GE

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

BM.GE

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

BM.GE