მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

BM.GE22 ივლისი, 2026, 04:25|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გადააყენა და მის შემცვლელად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დანიშნა.

არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მან რამდენიმედღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. როგორც ცნობილია, დემონსტრანტები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, 35 წლის მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან დათხოვნას აპროტესტებდნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელსა და მთავარსარდალს შორის დაპირისპირება მართლაც არსებობდა და ფედოროვის გადაყენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიხაილო ფედოროვმა უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიურ გარდაქმნას ჩაუდგა სათავეში და კორუფციასთან ბრძოლას აქტიურად უძღვებოდა. თანამდებობიდან წასვლისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სირსკისა და მის გუნდს ხელი პირდაპირ დაადო და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა. როგორც ირკვევა, 60 წლის ოლექსანდრ სირსკი ჯარში რადიკალური ცვლილებების გატარებას ერიდებოდა.

რაც შეეხება ახალ მთავარსარდალს, მიხაილო დრაპატის სამხედრო წრეებსა და საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტი აქვს. მან ბრძოლებში დიდი გამოცდილება დააგროვა და ბოლო პერიოდში გაერთიანებული ძალების სარდლის პოსტს იკავებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსანდრ სირსკის გაწეული სამსახურისა და 2022 წელს დედაქალაქ კიევის წარმატებული დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური გადაწყვეტილება უახლოეს ხანში გაფორმდება.

ცნობისთვის, ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე ვალერი ზალუჟნი 2024 წლის თებერვალში შეცვალა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 265 სტატია.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის ხაზზე 5-8 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღესფორმულა
  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის გამო რუსეთის საჰაერო დაბომბვას დროებით წყვეტსიმედი
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

BM.GE

ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის

ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის

BM.GE

უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი

უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი

BM.GE

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

BM.GE