მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ვქმნით შესაძლებლობებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - არჩილ გაჩეჩილაძე Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატს შეხვდა
“ვქმნით შესაძლებლობებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - არჩილ გაჩეჩილაძე Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატს შეხვდა

“ვქმნით შესაძლებლობებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - არჩილ გაჩეჩილაძე Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატს შეხვდა

BM.GE23 ივლისი, 2026, 00:01|bm.ge

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატს, ილია ჯახაიას შეხვდა. ილია ჯახაია Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, ბანკის დაფინანსებით, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე, Colorado School of Mines-ში სრული დაფინანსებით სწავლობს.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერია და ახალგაზრდებს აშშ-ში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ახალგაზრდებს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი წელია 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით განათლების შესაძლებლობას. ერთ ერთინ ასეთი პროექტია Fulbright-ის პროგრამაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო საერთაშორისო განათლება, დააგროვოს უნიკალური გამოცდილება და ეს ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. წარმატებას ვუსურვებ ილია ჯახაიას და ყველა ახალგაზრდას, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება, ჩვენ კი ვაგრძელებთ განათლების შესაძლებლობების შექმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„შეხვედრა ვისაუბრეთ ახალგაზრდების პროფესიული განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე. მათ შორის, ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის, საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დაბრუნებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე,- აღნიშნა ილია ჯახაიამ.

საქართველოს ბანკმა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ბანკის სტიპენდია მიიღო 17-მა სტუდენტმა. მომავალში ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტები მაგისტრის ხარისხს მათთვის სასურველი მიმართულებით იღებენ. მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება, შეიძინონ გლობალური გამოცდილება და ცოდნა საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის გამოიყენონ.

ინფორმაციისთვის, Fulbright 1946 წელს შეიქმნა და აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. პროგრამაში ყოველწლიურად მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან შერჩეული სტუდენტები მონაწილეობენ, ხოლო მისი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახადიმედი
  • ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
  • 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებანეტგაზეთი
შესაძლებლობა →ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

BM.GE

ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის

ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის

BM.GE

უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი

უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი

BM.GE

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

BM.GE