მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Wizz Air-ი ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს|განცხადება
Wizz Air-ი ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს|განცხადება

Wizz Air-ი ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს|განცხადება

BM.GE11 ივნისი, 2026, 19:01|bm.ge

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი–ლიონის მიმართულებით ფრენებს დროებით აჩერებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით რეისები 2026 წლის 22 ოქტომბრიდან შეწყდება.

როგორც ავიაკომპანიის მიერ BM.GE-სთვის მოწოდებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება მარშრუტების რეგულარული ოპტიმიზაციის ფარგლებში იქნა მიღებული.

"ავიაკომპანია მუდმივად აკვირდება თავისი მარშრუტების შედეგებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ქსელი მაქსიმალურად პასუხობს მგზავრების მოთხოვნას და ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე მომხმარებლებს ყველაზე კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს. სტანდარტული პრაქტიკის ფარგლებში, ავიაკომპანია ამ შეფასებების შედეგებზე დაყრდნობით რეგულარულად ახდენს საკუთარი მარშრუტების ქსელის ოპტიმიზაციას", - განმარტავენ Wizz Air-ში.

რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ელექტრონული შეტყობინების სახით შესაბამისი ალტერნატივები უკვე მიიღეს.

მომხმარებლებს, რომლებმაც ბილეთები უშუალოდ wizzair.com-ზე ან კომპანიის მობილური აპლიკაციით შეიძინეს, შემდეგი ვარიანტები ეძლევათ:

• ალტერნატიული სამოგზაურო გადაწყვეტილებები; • თანხის სრული დაბრუნება გადახდის თავდაპირველი მეთოდით; • თანხის დაბრუნება WIZZ კრედიტის სახით.

Wizz Air-ის განცხადებით, კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ბაზარზე არსებული შესაძლებლობებისა და პოტენციური მოთხოვნის შეფასებას მგზავრებისთვის საუკეთესო მომსახურების შესათავაზებლად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავაიმედი
  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

BM.GE

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

BM.GE

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

BM.GE

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

BM.GE