
World MMA Awards-მა მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა
2025 წელი ქართული შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში კიდევ ერთი ისტორიული მიღწევით აღინიშნა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საბრძოლო სპორტის დაჯილდოებამ, World MMA Awards-მა – ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად (Fighter of the Year) დაასახელა.
World MMA Awards შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად მიიჩნევა. ყოველწლიურად გამარჯვებულებს სპორტული ჟურნალისტები, ინდუსტრიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ირჩევენ. ნომინაციები მოიცავს წლის საუკეთესო მებრძოლს, მწვრთნელს, ბრძოლას, ნოკაუტს, ღონისძიებასა და სხვა მნიშვნელოვან კატეგორიებს, რის გამოც აღნიშნული ჯილდო MMA-ის სამყაროში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს.
მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს შთამბეჭდავი ბრძოლები ჩაატარა. ქართველმა მებრძოლმა წარმატებით დაიცვა სამჯერ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი და დაამტკიცა, რომ დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი სპორტსმენია.აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯილდო აქამდე ისეთ მებრძოლებს მოუგიათ, როგორებიც ალექს პერეირა (2024), ალექს ვოლკანოვსკი (2022), ისრაელ ადესანია (2019, 2020), კონორ მაკგრეგორი (2015, 2016), ჯონ ჯონსი (2011, 2012), ჟორჟ სენ-პიერი (2009) და ანდერსონ სილვა (2008) არიან.
BM.GE
წყარო: bm.ge