მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყირგიზეთისთვის საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - ირაკლი კობახიძე
ყირგიზეთისთვის საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - ირაკლი კობახიძე

ყირგიზეთისთვის საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - ირაკლი კობახიძე

BM.GE12 ივნისი, 2026, 15:45|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყირგიზეთისთვის საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამას აქვს მარტივი მიზეზი - საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან.

„საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყირგიზეთი ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური კუთხით სწრაფი ტემპით ვითარდება.

„გრძელდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი. ჩვენ ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები,

სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, ყირგიზეთიც მაქსიმალურად ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალიგამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალიგამოცდილება

BM.GE

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრი

BM.GE

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE