მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყურძნის სუბსიდირებაში რაც იხარჯება, ნაწილი დასავლეთში მარკეტინგს რომ მოხმარებოდა, [ექსპორტში] სხვა შედეგები გვექნებოდა - მეღვინე
ყურძნის სუბსიდირებაში რაც იხარჯება, ნაწილი დასავლეთში მარკეტინგს რომ მოხმარებოდა, [ექსპორტში] სხვა შედეგები გვექნებოდა - მეღვინე

ყურძნის სუბსიდირებაში რაც იხარჯება, ნაწილი დასავლეთში მარკეტინგს რომ მოხმარებოდა, [ექსპორტში] სხვა შედეგები გვექნებოდა - მეღვინე

BM.GE26 ივლისი, 2026, 13:43|bm.ge

ღვინის კომპანიების ნაწილში მიაჩნიათ, რომ მთავრობის მხრიდან ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე გაწეული ხარჯები საკმარისი არაა.

როგორც BMG-ის მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ განუცხადა, უმჯობესი იქნებოდა, თუკი რთველის სუბსიდირებაზე გამოყოფილი თანხების ნაწილი მაინც დამატებით ქართული ღვინის მარკეტინგულ აქტივობებს მოხმარებოდა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ქართული ღვინის ექსპორტი მეტად დივერსიფიცირებული იქნებოდა.

“ღვინის ეროვნული სააგენტო როდესაც შეიქმნა, მისი მთავარი მიზანი იყო ღვინის მარკეტინგის წარმოება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია გლობალურ მარკეტინგულ ბაზრებზე, ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია, როგორც დებულებაში წერია და ასე აკეთებენ პოზიციონირებას. მაგრამ დროთა განმავლობაში ღვინის ეროვნული სააგენტო გადაიქცა “სამტრესტის” კოპიოდ. შეზღუდვები, რეგულაციები, რეგლამენტაციები, შემმოწმებლები... შემოსავლების სამსახურის ფუნქციებია ეს, ხომ? და რატომ იღებს თავის თავზე, არ მესმის.

მეტი დრო და ენერგია რომ დახარჯოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე დასავლეთის ბაზრებზე, რამდენიმე წელიწადში ნახავდით შედეგს. ამასთან, 200 მილიონი ლარი რომ დაიხარჯა [რთველის] სუბსიდირებაზე, ამ თანხის ნახევარი მაინც რომ მოხმარებოდა მარკეტინგულ ღონისძიებებს დასავლეთში, აბსოლუტურად სხვა შედეგები გვექნებოდა.

ეს ფინანსები იხარჯება უხარისხო ყურძნის სუბსიდირებაში და კიდევ ჩვენ [გვეუბნებიან] მეღვინეებს, რომ რაღაც აქციზის მარკები მივაწებოთ ღვინოებს და იმ ფულს მივახმაროთ მარკეტინგსო. [მარკეტინგს] მიახმარეთ ის თანხა, რომელიც იხარჯება უხარისხო ყურძნის შეძენაში. კიდევ ჩვენ გვართმევთ ამისთვის ფულს?”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

ცნობისთვის, 2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მლნ ლარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

ამასთან, რთველი 2025-ის ფარგლებში მთავრობას, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, 145 742 918 კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რაზეც 241 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, თუმცა 6 თვეში ამ ბაზარზე გაყიდვები გასული წლის 72.7 მლნ აშშ დოლარიდან მიმდინარე წელს 69.8 მილიონ აშშ დოლარამდე 3.9%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაციმედი
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE