მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ" - განათლების მინისტრის მოადგილე
"ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ" - განათლების მინისტრის მოადგილე

"ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ" - განათლების მინისტრის მოადგილე

BM.GE3 ივნისი, 2026, 19:44|bm.ge

"ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ" - ასე პასუხობს განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია BMG-ს კითხვას, სტუდენტების კვოტების შემცირების შემდეგ უნივერსიტეტებისთვის შემცირებული შემოსავლების კომპენსირებაზე.

როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, ყველა საჯარო უნივერსიტეტი, სადაც სწავლა 2026-2027 სასწავლო წლიდან სრულიად უფასო იქნება, ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

"ეს საკითხი საკმაოდ მარტივია. მოგეხსენებათ, რომ 2026 წლის პირველი სექტემბრიდან გადავდივართ სრული დაფინანსების მოდელზე. შესაბამისად, დაფინანსების მოდელის ნაწილიც მზად არის და უახლოეს პერიოდში, მთავრობის შესაბამისი პროცედურების დაცვით გამოქვეყნდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია (ძალიან ნათლად ვამბობთ ამას), რომ იმის გამო, რომ სწავლება იქნება სრულიად უფასო, ამ მიმართულებით ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ სწავლის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა დაახლოებით 14-ჯერ შემცირდა. უნივერსიტეტი წელს საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს ილიაუნის კვოტა 4207 იყო.

მისაღები სტუდენტების კვოტები სხვა უნივერსიტეტებსაც შეუმცირდათ; პარალელურად, ყველაზე მეტი კვოტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერგო - 6650 მისაღები ადგილით (გასულ წელს - 6928 ჰქონდა), ტექნიკურ უნივერსიტეტს კი - 3880 ადგილი (გასულ წელს 4166 ჰქონდა).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითებარუსთავი 2
  • ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაიმედი
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE