მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდე
ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდე

ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდე

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 21:57|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.

სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს, კანდიდატების შერჩევა კი აკადემიური მოსწრების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე ხდება.

ვის შეუძლია საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.

შერჩევისას ყურადღება ექცევა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს. ამასთან, თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

როგორია შერჩევის პროცესი?

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე. შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:

• განაცხადებისშერჩევა: უნივერსიტეტები განიხილავენ კანდიდატების აკადემიურ მოსწრებასა და სამოტივაციო წერილებს; • გასაუბრება:შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც გამოვლინდებიან სტიპენდიატები.

რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია სტიპენდიის მოპოვება?

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი 23 უნივერსიტეტია:

• თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) • ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტი • თავისუფალიუნივერსიტეტი • აგრარულიუნივერსიტეტი • თბილისისსახელმწიფო სამხატვრო აკადემია • ქართულ-ამერიკულიუნივერსიტეტი (GAU) • საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) • თბილისისსახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი • საქართველოსეროვნული უნივერსიტეტი (SEU) • სოხუმისსახელმწიფო უნივერსიტეტი • თელავისსახელმწიფო უნივერსიტეტი • ბათუმისსახელმწიფო საზღვაო აკადემია • ბათუმისშოთა რუსთაველის უნივერსიტეტი • ქუთაისისსაერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) • საქართველოსსაერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) • ზუგდიდისსახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი • სპორტისუნივერსიტეტი • თეატრისადა კინოს უნივერსიტეტი • კონსერვატორია • სამცხე-ჯავახეთისსახელმწიფო უნივერსიტეტი • საქართველოსუნივერსიტეტი • პეტრეშოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია • ბათუმისსახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

BM.GE

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

BM.GE

გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი

გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი

BM.GE

"ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?

"ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?

BM.GE