მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა" - რა უშლის ხელს ბიზნესს?
"ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა" - რა უშლის ხელს ბიზნესს?

"ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა" - რა უშლის ხელს ბიზნესს?

BM.GE1 მაისი, 2026, 17:52|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში კომპანიების 59% აცხადებდა, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები.

ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორებია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები და სამუშაო ძალის ნაკლებობა.

ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა (10 პროცენტული პუნქტით), ხოლო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების პრობლემა 14 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა

სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში:

• სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში (100%) და საშუალო ზომის კომპანიებში (48%). • სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი ყველაზე მეტად აწუხებს საშუალო ზომის კომპანიებს (32%), განსაკუთრებით კი მშენებლობის სექტორს (83%). • სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის (83%) და ვაჭრობის (61%) სექტორებში დგას, რაც საშუალო (32%) და მსხვილი (29%) ზომის კომპანიებისთვის თითქმის თანაბრად პრობლემურია. • მოთხოვ­ნის სიმ­ცი­რე წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს განსაკუთრებით მომსახურების სექტორისთვის (38%), ხოლო მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით კი, ეს პრობლემა მცირე (22%) და საშუალო (20%) ზომის კომპანიებს თითქმის თანაბრად აწუხებს. • ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გაც­ვ­ლი­თი კურ­სის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია მრეწველობის (30%) და ვაჭრობის სექტორებში (28%) და თითქმის თანაბრად აწუხებს მცირე (16%) და საშუალო ზომის ბიზნესებს (13%). • შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი ხელის შემშლელი ფაქტორი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის არის (83%), ხოლო ვაჭრობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ აღინიშნება. საწარმოთა ზომის მიხედვით კი, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებში (16%) ფიქსირდება.

2026 წლის I კვარტალში სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის კომპანიათა უმეტესობამ ყველაზე ხელის შემშლელ ფაქტორად მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მო მიიჩნია. სექტორებს შორის მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე ხშირად მომსახურების სექტორში დასახელდა, ხოლო ყველაზე იშვიათად - მრეწველობის სექტორში. სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის მეორე ადგილს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­კითხე­ბი იკავებს. აღნიშნული ყველაზე მეტად ხელის შემშლელია მშენებლობის სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად ხელის შემშლელად დასახელდა მრეწველობის სექტორში. რაც შეეხება სა­სა­მარ­თ­ლო სის­ტე­მას, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად ხელის შემშლელად დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად - მომსახურების და მრეწველობის სექტორებში. მთლიანობაში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია იმ კომპანიათა წილი, რომლებიც ადმინისტრაციულ საკითხებს და სასამართლო სისტემას ასახელებდნენ ხელის შემშლელად (19 და 4 პროცენტული პუნქტით, შესაბამისად), ხოლო შემცირებულია იმ კომპანიათა წილი, რომლებიც მარეგულირებელ გარემოს ასახელებდნენ ხელის შემშლელად (5 პროცენტული პუნქტით).

I კვარტალში, დაფინანსების მოძიება სცადა გამოკითხულ კომპანიათა 53%-მა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. საწარმოთა ზომის მიხედვით, ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიება უფრო მეტად მსხვილმა (55%) და მცირე (52%) საწარმოებმა სცადეს, შედარებით ნაკლებად კი საშუალო (48%) საწარმოებმა. მათგან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა, 23% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ფინანსებზე წვდომის პრობლემა უფრო ხშირად მცირე ზომის საწარმოებში დაფიქსირდა (55% იმ საწარმოთაგან, რომლებმაც სცადეს დაფინანსების მოძიება), ხოლო ნაკლებად მსხვილი (17%) და საშუალო (14%) ზომის საწარმოებში. რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, 2026 წლის I კვარტალში კომპანიათა უმრავლესობის (72%) განცხადებით, ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან. ამასთან, 2026 წლის I კვარტალში იმ კომპანიათა პროცენტული წილი, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური წყაროებიდან ფინანსდება, წინა კვარტალთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21% შეადგინა.

კვლევაში ასევე მოცემულია ბიზნესის მოლოდინები გაცვლით კურსთან დაკავშირებით. 2026 წლის I კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (63%) არ ელის მომავალ 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას. იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ელიან 28%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას მოელის - 9%. წინა კვარტალთან შედარებით, 16 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 17 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

I კვარტალში ხელფასები კომპანიების 41%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი

I კვარტალში ხელფასები კომპანიების 41%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციების ფასი შემცირდა

Mastercard-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციების ფასი შემცირდა

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

ირანმა ამერიკისთვის ახალი სამშვიდობო შეთავაზება მოამზადა

ირანმა ამერიკისთვის ახალი სამშვიდობო შეთავაზება მოამზადა

BM.GE