მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მუშაობა" - რა წესით მიიღებენ მინისტრის მოადგილეები პრემია/დანამატებს?
"ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მუშაობა" - რა წესით მიიღებენ მინისტრის მოადგილეები პრემია/დანამატებს?

"ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მუშაობა" - რა წესით მიიღებენ მინისტრის მოადგილეები პრემია/დანამატებს?

BM.GE18 მაისი, 2026, 18:25|bm.ge

მინისტრების მოადგილეები და თვითმმართველი ქალაქების მერების მოადგილეები პრემიებსა და დანამატებს მიიღებენ - შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და მისი მიხედვით, მინისტრებსა და მერებს მიეცემათ შესაძლებლობა მოადგილის მიერ გაწეული სამუშაო, ასევე ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მუშაობა დამატებითი პრემიებით და დანამატებით აანაზღაურონ.

"კანონით დადგენილი ზღვრები, რომელიც გულისხმობს სახელფასო დანამატის შემთხვევაში წლიური სარგოს 20%-ს რომ არ უნდა აღემატებოდეს და ფულადი ჯილდოს შემთხვევაში რომ არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ეს, რასაკვირველია, შენარჩუნებული იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული აქ ჩამოთვლილი თანამდებობის პირის შემთხვევაში სრულად იქნება ათვისებული წლის განმავლობაში. შესაძლებელია რომელიმე მათგანს საერთოდ არ მიეცეს, რომელიმეს წელიწადში ერთხელ მიეცეს, ან გააჩნია იმ ასე ვთქვათ, წინაპირობას, რომელიც კანონით გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

2026 წლის მდგომარეობით, მინისტრის მოადგილის ხელფასი წლიურად 139,200 ლარს შეადგენს, შესაბამისად მოადგილეებს დამატებით 28,000 ლარამდე დანამატის და 13,920 ლარის პრემიის მიღება შეეძლებათ.

საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ხელფასებზე. 2025 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 1460 ლარს შეადგენს, 2026 წელს კი ის 1600 ლარამდე იზრდება. საბაზო ხელფასი მრავლდება თანამდებობის შესაბამის კოეფიციენტზე. მაგალითად დეპუტატისთვის კოეფიციენტი არის 8, მინისტრისთვის 8.5, მინისტრის მოადგილისთვის 7.25; პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის კი 10. შესაბამისად, საჯარო მოხელეთა საბაზო ანაზღაურების ყოველი გადახედვის დროს იზრდება ყველა მოხელის, მათ შორის თანამდებობის პირთა ანაზღაურებები.

ხოლო ახალი კანონპროექტით კი ამ ხელფასებზე ზემოდან პრემიების და დანამატების გაცემა ხდება შესაძლებელი.

ცვლილებების მიხედვით, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ:

• საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეებს; • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს; • სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს; • მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE