მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი - ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი - ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი - ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი მიიჩნევს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია ეკუთვნის. მისი თქმით, მოსკოვში ქორეპისკოპოს თეოდორეს მიერ გაკეთებული განცხადება, სავარაუდოდ, პირად პოზიციას გამოხატავდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებული არ ყოფილა.

თავისი ხედვიდან გამომდინარე დააფიქსირა ალბათ... არ მგონია, რომ ეს სინოდის სახელით დააფიქსირა და ა.შ. შეიძლება, სიტყვაში ასე გამოვიდა. ახლა, ვერ იტყვი, ვინ რა განცხადებას გააკეთებს. არ მგონია, ეს შეთანხმებული იყოს მის უწმინდესობასთან, - ამბობს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტი უარყოფს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოზე ზეწოლა ხორციელდებოდა და განმარტავს, რომ საკითხის განხილვა შეჩერდა, თუმცა სინოდის სხდომაზე აღარ დაბრუნებულა.

არა, ეგრე არ ყოფილა. შეჩერდა ეგ საკითხი და მერე უკვე სინოდის სხდომაზე არ განხილულა ეგ საკითხი. კარგია, რომ მისი უწმინდესობა არ გამგზავრებულა, კარგი ტონია და ვფიქრობ, რომ მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს რაროგორ იქნება, იმიტომ, რომ მართლაც არეულია მსოფლიო და ვინ რას აკეთებს, თავისუფლად მოქმედების ზონაში არიან. ჩემი თვალსაზრისით, უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი, იმიტომ, რომ კიევიდან განათლდა მთელი რუსეთიც და სლავური რასა, - ამბობს ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი.

რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. რუსეთის საპატრიარქოს მტკიცებით, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს პირობა მისცა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს არავის, ვისაც რუსეთის ეკლესიისგან ხელდასხმა არ მიუღია.

განცხადება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს უკავშირდება. რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგება, საქართველოს საპატრიარქოს კი ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

მოსკოვის განცხადებას საქართველოს საპატრიარქო უარყოფს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის პატრიარქისთვის მსგავსი გარანტიები არ გაცემულა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 45-მილიარდიანი ახალი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებსრუსთავი 2
  • პუტინი უკრაინაში აშშ-ის მეგობარი არ არის – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტრამპის განცხადებაზეBM.GE
  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
  • EU-მ უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცაფორმულა
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

ტვ პირველი

მოსკოვის მტკიცებით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის არაღიარების პირობა დადო - ფაქტს საქართველოს საპატრიარქო უარყოფს

მოსკოვის მტკიცებით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის არაღიარების პირობა დადო - ფაქტს საქართველოს საპატრიარქო უარყოფს

ტვ პირველი

გიორგი მინდაძის დედის პირველი ემოციები შვილის გათავისუფლების შემდეგ

გიორგი მინდაძის დედის პირველი ემოციები შვილის გათავისუფლების შემდეგ

ტვ პირველი

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს  და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა

ტვ პირველი