მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზელენსკი ზამთრის დადგომამდე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგენას ითხოვს
ზელენსკი ზამთრის დადგომამდე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგენას ითხოვს

ზელენსკი ზამთრის დადგომამდე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგენას ითხოვს

BM.GE1 ივნისი, 2026, 23:24|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზამთრის დადგომამდე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა. ტელეარხ CBS-თან საუბრისას ქვეყნის ლიდერმა თქვა, რომ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით დიპლომატიური გზების მოძიება ყველა მხარისთვის აუცილებელია.

უკრაინის პრეზიდენტის აზრით, მოლაპარაკებების წარმატება უშუალოდ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდაზე იქნება დამოკიდებული. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, აუცილებელია სანქციების გამკაცრება, რადგან რუსულ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას დიპლომატიურ პროცესებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, ევროპელი პარტნიორების დახმარებით ან პირდაპირ, ორმხრივ რეჟიმში გაიმართოს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზელენსკის მხრიდან გააქტიურება ბრძოლის ველზე კიევის გაუმჯობესებულ სტრატეგიულ პოზიციას ეფუძნება. როგორც ცნობილია, ფრონტის ხაზზე რუსული ძალების წინსვლა შენელდა, უკრაინამ კი მოწინააღმდეგის ნავთობის ინდუსტრიაზე სარაკეტო დარტყმების არეალი გააფართოვა. უკრაინელი სამხედრო მეთაურის, ბრიგადის გენერალ ანდრიი ბილეცკის შეფასებით, რუსეთის არმია ამჟამად გამოფიტულია და მასშტაბური გარღვევების განხორციელება აღარ შეუძლია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მოცემულობით სარგებლობა სურს ზელენსკის, თუმცა, აღსანიშნი ფაქტია, რომ მის ინიციატივას ჯერ არც მოსკოვიდან და არც ვაშინგტონიდან არ ეხმიანებიან.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი აშშ-ირანის ომის ფონზე რამდენიმე კვირის წინ სრულად გაჩერდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყოიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE