მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი თანამდებობიდან გადააყენა
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი თანამდებობიდან გადააყენა

ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი თანამდებობიდან გადააყენა

BM.GE16 ივლისი, 2026, 12:18|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი თანამდებობიდან გადააყენა. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა ეს გადაწყვეტილება სამხედრო სარდლობასთან არსებული კონფლიქტისა და მობილიზაციის რეფორმის ჩავარდნის გამო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ფედოროვი, რომელიც მანამდე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის პოსტს იკავებდა, თავდაცვის უწყებას მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ მოკლე დროში მან სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და კომპანია SpaceX-ს რუსი ოკუპანტების მიერ Starlink-ის ტერმინალების გამოყენების შეზღუდვა აიძულა. ამასთან, ყოფილმა მინისტრმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სიღრმისეული დარტყმების კამპანია გააფართოვა და საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობის გაუმჯობესება უზრუნველყო.

რაც შეეხება სამთავრობო გუნდში დაპირისპირების ძირითად მიზეზებს, რის გამოც ზელენსკიმ ფედოროვი გაათავისუფლა, როგორც ირკვევა, ტექნოლოგიური რეფორმების გატარების მცდელობამ მინისტრი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ოლექსანდრ სირსკისთან დააპირისპირა. რეფორმა, რომელიც მიზნად ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროების ანაზღაურების გაზრდასა და მობილიზაციის წესების გამარტივებას ისახავდა, ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული ვითარების გამო არაეფექტიანი აღმოჩნდა. ამასთან, კოლეგების ნაწილი ყოფილ მინისტრს ავტორიტარულ მმართველობასა და კრიტიკის მიუღებლობაში ადანაშაულებდა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეცვლის ფედოროვს, არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ქვეყნის შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი, იჰორ კლიმენკო განიხილება, რომელზეც მედიასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ისაუბრა.

ცნობისთვის, უკრაინის ის სამთავრობო კრიზისი, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა ფედოროვი გაათავისუფლა, კვირას, პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს მიერ თანამდებობის დატოვებით დაიწყო. ამ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომა მოჰყვა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტარიფების შედარების პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვას და კონკურენტული გარემო შექმნას შეუწყობს ხელს - თურნავა

ტარიფების შედარების პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვას და კონკურენტული გარემო შექმნას შეუწყობს ხელს - თურნავა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"50 წლის საფერავის ვენახი მთლიანად წაიღო, ფაქტობრივად აღარ არსებობს" - "იას მეღვინეობა" სტიქიის შედეგებზე

"50 წლის საფერავის ვენახი მთლიანად წაიღო, ფაქტობრივად აღარ არსებობს" - "იას მეღვინეობა" სტიქიის შედეგებზე

BM.GE

Pfizer-სა და Moderna-ს კოვიდის ვაქცინის ტექნოლოგიის გამო უჩივლეს - რას ედავებიან?

Pfizer-სა და Moderna-ს კოვიდის ვაქცინის ტექნოლოგიის გამო უჩივლეს - რას ედავებიან?

BM.GE