მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ევგენი ჰმარა დანიშნა
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ევგენი ჰმარა დანიშნა

ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ევგენი ჰმარა დანიშნა

BM.GE17 ივლისი, 2026, 21:46|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ევგენი ჰმარა დანიშნა. ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელია და ამ პოსტს მიმდინარე წლის იანვრიდან იკავებს. საყურადღებოა, რომ უკრაინული კანონმდებლობა ორი მსგავსი თანამდებობის ერთდროულად დაკავებას კრძალავს, შესაბამისად, უახლოეს დღეებში ჰმარა ძველ პოსტს დატოვებს. ეს კი პრეზიდენტს ახალი მინისტრის კანდიდატურის პარლამენტისთვის ოფიციალურად წარდგენის საშუალებას მისცემს.

"ევგენი ჰმარას მინისტრის მოვალეობის შესრულება, თავდაცვის სექტორის რეფორმირება და ჩვენ მიერ განხილული ყველა მიზნის მიღწევისთვის მუშაობის აქტიურად დაწყება დავავალე." - დაწერა სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მას ტექნოლოგიური საბრძოლო ოპერაციების მიმართულებით დიდი და "უპრეცედენტო" გამოცდილება აქვს.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, მიხაილო ფედოროვის გადადგომამ ხელი არ უნდა შეუშალოს მიმდინარე ომში უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს იმ მიმართულებებს, რომელთა გაძღოლაც, ზელენსკის შეფასებით, ჰმარას შეუძლია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სამთავრობო ცვლილებების ფონზე, პრეზიდენტმა 6 თვის წინ დანიშნული თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი ოთხშაბათს გაათავისუფლა. სამხედრო ტექნოლოგიების რეფორმირების მიუხედავად, მას მაღალჩინოსან გენერლებთან კონფლიქტი ჰქონდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

BM.GE

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

BM.GE

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE