მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ზეწოლის მიუხედავად, პატივი მიაგეს სამართლიანობას" - ირანი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასულ უცხოელ სტუმრებს მადლობას უხდის
"ზეწოლის მიუხედავად, პატივი მიაგეს სამართლიანობას" - ირანი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასულ უცხოელ სტუმრებს მადლობას უხდის

"ზეწოლის მიუხედავად, პატივი მიაგეს სამართლიანობას" - ირანი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასულ უცხოელ სტუმრებს მადლობას უხდის

BM.GE5 ივლისი, 2026, 17:59|bm.ge

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა უცხო ქვეყნების დელეგაციებს, რომლებიც ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

ირანის საგარეო უწყების განცხადებით, უცხოელი პარტნიორების მონაწილეობა, არსებული „ზეწოლისა და მუქარის“ მიუხედავად, აჩვენებს, რომ ისინი ისტორიის სწორ მხარეს დგანან. სამინისტრომ მადლიერება გამოხატა ყველა უცხოელი სტუმრის მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თეირანში გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში და აღნიშნა, რომ მათ „პატივი მიაგეს სიმართლესა და სამართლიანობას“.

მანამდე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ირანში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა.

თებერვლის ბოლოს მოკლული ლიდერის ერთკვირიანი სამგლოვიარო ცერემონია 3 ივლისს დაიწყო და 9 ივლისამდე გაგრძელდება.

დელეგაციას დაესწრო მიხეილ ყაველაშვილიც საქართველოს დელეგაციით.

რაც შეეხება სხვა უცხოელ ლიდერებს შორის, რომლებიც თეირანში ჩავიდნენ, არიან:

• დმიტრი მედვედევი - რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; • ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის პრემიერ-მინისტრი; • ჯევდეთ ილმაზი - თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი; • შაჰბაზ შარიფი - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი; • ემომალი რაჰმონი - ტაჯიკეთის პრეზიდენტი; • ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი.

გარდა ამისა, თეირანში დელეგაციები ჩავიდნენ საუდის არაბეთიდან, ყატარიდან, ომანიდან, ეგვიპტიდან, ინდოეთიდან, ავღანეთიდან, ლიბანიდან, იემენიდან და პალესტინიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენიმედი
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

BM.GE

რა ქონებას ფლობს სუს-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გეკა გელაძე?

რა ქონებას ფლობს სუს-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გეკა გელაძე?

BM.GE

"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე

"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე

BM.GE

6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა

6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა

BM.GE