მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჟენევაში შეხვედრებზე ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს - მიხეილ სარჯველაძე
ჟენევაში შეხვედრებზე ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს - მიხეილ სარჯველაძე

ჟენევაში შეხვედრებზე ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს - მიხეილ სარჯველაძე

BM.GE29 მაისი, 2026, 20:16|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე უკლებლივ ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს.

„რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და დაახლოებით თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა იმედით არის განწყობილი. ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ვინაიდან დიუშენის პრეპარატები ბაზარზე ახალი გაჩენილი საშუალებებია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მსგავსი სიფრთხილე და დაკვირვება აბსოლუტურად გამართლებული და ლოგიკური პროცესია.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, სამინისტროს კარი პირველივე დღიდან ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, განსაკუთრებით კი პაციენტების მშობლებისთვის.

„რაც ამაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, იმ დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ არასოდეს კარი არ დაგვიკეტავს არცერთი დაინტერესებული პირისთვის და უპირველესად, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პაციენტების საჭიროებებთან ყველა ის სერვისი, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რამ კეთდება - ყველა ის სერვისი, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თანახმად, პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. კარგი იქნება, ბევრად სასარგებლო იქნება თვითონ პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად, უშუალოდ ჩართულები იქნებიან, მათ შორის, მშობლებიც და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ეს არის ჩვენი მოწოდებაც პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ და ბუნებრივია, ამ კარის დახურვას არც ვაპირებთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროპაშიც ზუსტად ისეთივე მოლოდინისა და დაკვირვების რეჟიმია, როგორიც საქართველოში, რაც შექმნილ ვითარებაში ერთადერთ სწორ მიდგომას წარმოადგენს.

„გუშინ მოვისმინე, მაგალითად, რომ თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე. ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას - რა შესაძლებლობები აქვს ამ წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და ამის მიხედვით აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას.

განსაკუთრებული ყურადღებით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ სიახლეებს ამ მიმართულებით და არის, მაგალითად სიახლეები დაკავშირებული ბრიტანეთის გამოცდილებასთან, მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. საინტერესოა, ვაკვირდებით, გუშინაც გამოქვეყნდა გარკვეული ინფორმაცია მედიკამენტის ირგვლივ, ამასაც, ბუნებრივია, ვეცნობით. იმავდროულად არის იმედის მომცემი გარკვეული ფაქტორებიც, ძალიან იმედის მომცემი, მაგალითად, საკითხი დაკავშირებული კიდევ ახალი მედიკამენტების გამოჩენასთან“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ, ისინი ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სარჩელის განხილვა გრძელდება - 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსარჩელე მხარის არგუმენტები წარდგენილიარუსთავი 2
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
  • „თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკიტვ პირველი
  • უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდაფორმულა
მხარს →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE