ორიგინალი
აკრძალვა პროცესებს იატაკქვეშეთში გადაიტანს. სუროგაცია უცხოელებისთვის უნდა აიკრძალოს, ქართველებისთვის კი დაშვებული დარჩეს - არჩილ ხომასურიძე (BMG)
კომერსანტი·18:00

აკრძალვა პროცესებს იატაკქვეშეთში გადაიტანს. სუროგაცია უცხოელებისთვის უნდა აიკრძალოს, ქართველებისთვის კი დაშვებული დარჩეს - არჩილ ხომასურიძე (BMG)

26 ნოემბერი, 2026 · 18:00

რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის აკრძალვა სწორი გადაწყვეტილება არაა.

როგორც ხომასურიძემ BMG-ს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, სფეროში არსებული დარღვევების და გამოწვევების ფონზე უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვა გამართლებულია, თუმცა ეს მეთოდი დაშვებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამასთანავე, რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი დარგში რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, სუროგატების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

„[მმართველი გუნდის ინიციატივა სუროგაციის აკრძალვაზე] ნახევრად სწორი გადაწყვეტილებაა. რადიკალურ აკრძალვას არასდროს არაფერში, მედიცინის ჩათვლით, მოუტანია სარგებელი: ეს ძირითადად იწვევს იმას, რომ პროცედურა, რომელიც იკრძალება, მიდის იატაკქვეშ.

რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ალტერნატიული და უფრო სწორი, რასაც მე მივესალმებოდი? სუროგაცია უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია და სხვათა შორის, საკმაოდ პრიმიტიული. არაფერი სირთულე მასში არ არის. ის, რომ „აღებ-მიცემობა“ გაჩაღდა, ჩვენს საზოგადოებას სჩვევია ასეთი გადახრები ძალიან ხშირად. ეს არ არის სწორი და მე არ მომწონს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება უცხოელებს, მათთვის საქართველოში სუროგაციის ბაზარი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ქართველებისთვის კი უნდა იყოს ყველანაირი [სუროგაცია დაშვებული]. ამ მიმართულებით კონტროლირებადი გასამრჯელოც შესაძლებელია და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის [უნდა იყოს დასაშვები] და არა უცხოელებისთვის. მაგრამ სუროგაცია უნდა იყოს კონტროლირებადი. სამედიცინო თვალსაზრისით, სუროგატი დედების ჯანმრთელობა ძალიან ხშირად არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია სუროგაციისთვის. ავადმყოფი ქალები მიდიან სუროგატობაზე... ეს უნდა იყოს ძალიან კარგად გაკონტროლებული და უნდა იყოს ლოკალური ქართველებისათვის და არა უცხოელებისთვის. უცხოელებისათვის [აკრძალვას] იმიტომ ვემხრობი, რომ „აღებ-მიცემობა“ მიდის, ხდება დონაცია, ემბრიონებს ყიდიან და მივყავართ კორუფციასთან. ეს უნდა აიკრძალოს. ხოლო ქართველებისთვის ეს მეთოდი უნდა იყოს დასაშვები.

[სრული] აკრძალვით კი [პროცესები] ყოველთვის მიდის იატაკქვეშეთში. ეს ხომ ხდება ხოლმე. მაგალითად, აბორტებს რომ ვებრძოდით ჩვენ თავის დროზე, გაგვიჭირდა, იმიტომ, რომ იმ წუთში იატაკქვეშეთში წავიდა, როგორც კი დაიწყო აკრძალვაზე ლაპარაკი და სხვა მეთოდით გავიმარჯვეთ აბორტთან“, - განაცხადა არჩილ ხომასურიძემ.

ვრცლად: bm.ge/

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. აკრძალვა პროცესებს იატაკქვეშეთში გადაიტანს. სუროგაცია უცხოელებისთვის უნდა აიკრძალოს, ქართველებისთვის კი დაშვებული დარჩეს - არჩილ ხომასურიძე (BMG)

თემა: პროცესი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • პრაიმტაიმი·19:06
    „დაბერების შენელების ერთ-ერთი გზა შიმშილია, თუმცა საუბარია სპეციალური ტიპის შიმშილზე...“ – გიორგი ღოღობერიძე დაბერების პროცესის შენელების გზებზე საუბრობს
  • ამბები.ge·18:26
    ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?
  • რუსთავი 2·15:47
    პრემიერი: "ისკანდერი" დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება, ძლივს ვიპოვეთ, წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, ეს დაგვეხმარა პროცესის მოგებაში. როდესაც ამ ფონზე კიდევ იმეორებს სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ეს ყველაფერზე მეტყველებს
  • GHN·15:43
    ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც მოსახლეობა გაიყვანეს, დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი - გარემოს ეროვნული სააგენტო
პროცესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·19:30

აშშ-ში მგზავრს ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სურდა, რათა „იესო დაენახა“

აშშ-ში მგზავრს ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სურდა, რათა „იესო დაენახა“
კომერსანტი·19:00

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა
კომერსანტი·19:00

„არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“

„არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“
კომერსანტი·18:30

ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა

ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.