ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?
ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვლმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა. საქმე ეხება გადაცემა "სარკასტიკაში" წამყვანის მიერ მერსის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს. არსებული ინფორმაციით. მერსი სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას მას სექსუალურად ავიწროებდნენ.
პირველი სასამართლო პროცესი უკვე შედგა. დეტალების შესახებ წამყვანები ვიდეო მიმართვაში თავად ჰყვებიან:
“გამოვედით სასამართლო პროცესიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ადვოკატის გარეშე მოვედით დღეს, რადგან არ გვქონდა მოსამზადებელი დრო.
მოვითხოვე სრული მასალები, გავეცნობით და შემდეგ პროცესს დაელოდეთ,“ - ამბობს ნაზღაიძე.
გარდა ამისა, როგორც ნაზღაიძე “ტვ პირველთან“ აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, თავად შეიტანოს მერსი სულხანიშვილის წინააღმდეგ საპასუხო საჩივარი.
იხილეთ ასევე:
"კანონის წინაშე ყველა თანასწორია“ - მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში“ სტუმრობის შემდეგ გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა