ორიგინალი
არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
კომერსანტი·23:00

არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

25 ნოემბერი, 2026 · 23:00

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული.

მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.არქეოლოგიური გათხრების ადგილი დაათვალიერეს: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, თეა ონიანმა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და მისმა მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ჯონი აბულაძემ, წარმოადგინა ინფორმაცია აღმოჩენის სავარაუდო დათარიღებისა და მნიშვნელობის შესახებ.არქეოლოგიურ სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს.მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული) გამორჩეული ძეგლია. იგი, ნეოლითურთან ერთად, ასევე მოიცავს შუა საუკუნეების კულტურულ ფენებს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი, წრიული და ოვალური გეგმარების მქონე ალიზის (გამოუწვავი თიხის აგურის) საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მოპოვებული არტეფაქტები მკაფიოდ ასახავს უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს.

ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

თემა: დაცვა

ამ თემას 8 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • იმედი·19:03
    დავით უტიაშვილი: სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება
  • აჭარის ტელევიზია·18:39
    ცოტნე ანანიძე: ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს
  • BM.GE·15:28
    სავალუტო სესხის ზღვარი იპოთეკური მსესხებლების და SME ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება - უტიაშვილი
  • ტვ პირველი·13:10
    ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა სპეცსამსახურებმა მოუხსნეს
დაცვა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·23:30

პრეპარატთა ექსპერიმენტულმა კომბინაციამ თაგვებში კიბო მოსპო და ამავე კიბოსადმი იმუნიტეტი გამოუმუშავა

პრეპარატთა ექსპერიმენტულმა კომბინაციამ თაგვებში კიბო მოსპო და ამავე კიბოსადმი იმუნიტეტი გამოუმუშავა
კომერსანტი·23:00

მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი ინტერნეტქცევას ვერ აკონტროლებს

მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი ინტერნეტქცევას ვერ აკონტროლებს
კომერსანტი·22:30

ესპანელმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ზოგიერთი შავი ხვრელი თავად სამყაროზე ძველია

ესპანელმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ზოგიერთი შავი ხვრელი თავად სამყაროზე ძველია
კომერსანტი·22:00

ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს - ირაკლი კობახიძე

ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს - ირაკლი კობახიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.