ასტეროიდ დიმორფოსზე სტადიონის ზომის კრატერი აღმოაჩინეს
კოსმოსურმა ხომალდმა „ჰერამ“(Hera) ასტეროიდ დიმორფოზე სტადიონის ზომის ზონდის დარტყმის კრატერი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
2022 წლის სექტემბერში ამერიკული ზონდი DART–ი განზრახ შეეჯახა ასტეროიდს. დიდიმოს-დიმორფოსის სისტემის, რომელშიც ის მდებარეობს, პირველი დაკვირვებები, შეჯახებისთანავე, მიუთითებდა, რომ კოსმოსურ ხომალდს შეეძლო დიმორფოსის დიდიმოსის გარშემო ბრუნვის ბუნების შეცვლა. ESA-მ გაგზავნა მისია „ჰერა“ მომხდარის შედეგების შესასწავლად.
ზედაპირი, სადაც ზონდი მოხვდა, გაბრტყელდა და სპორტული სტადიონის ზომის კრატერი წარმოიქმნა. ის დიმორფოსის მთელ სიგანეზეა გადაჭიმული, განმარტა მისიის მთავარმა მკვლევარმა, პატრიკ მიშელმა. ასტეროიდმა შეჯახების შემდეგ ქაოტურად დაიწყო ბრუნვა.
მეცნიერებმა „ჰერას“ პირველი ფოტოები მიიღეს. აპარატი ამჟამად ასტეროიდების სისტემიდან 25-30 კმ-ის დაშორებით იმყოფება. დეკემბერში ის დიმორფოსსა და დიდიმოსს დაახლოებით 13 კმ-ის მანძილზე მიუახლოვდება.
წყარო: snob.ru
