ორიგინალი
ChatGPT-იმ Instagram-ს გაუსწრო - რომელია ყველაზე მონახულებადი ვებგვერდები მსოფლიოში?
კომერსანტი·23:59

ChatGPT-იმ Instagram-ს გაუსწრო - რომელია ყველაზე მონახულებადი ვებგვერდები მსოფლიოში?

25 ნოემბერი, 2026 · 23:59

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებს შორის ტრადიციულად Google და YouTube ლიდერობენ, თუმცა რეიტინგში განსაკუთრებულ ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ChatGPT-ის პოზიცია იქცევს. Visual Capitalist-ის მიერ Semrush-ის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული რეიტინგი 2026 წლის სექტემბერში ვებგვერდების მიერ მიღებული ვიზიტების რაოდენობას ასახავს.

რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილს Google იკავებს, რომელსაც სექტემბერში 108.9 მილიარდი ვიზიტი ჰქონდა. მეორე ადგილზეა YouTube 59.97 მილიარდი ვიზიტით, ხოლო მესამე პოზიციას Facebook იკავებს — 12.21 მილიარდი ვიზიტით. აღსანიშნავია, რომ Google-ისა და YouTube-ის ჯამური მაჩვენებელი 168.9 მილიარდ ვიზიტს შეადგენს, რაც დანარჩენი 38 ვებგვერდის ერთობლივ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.

რეიტინგში მეოთხე ადგილზე ChatGPT გავიდა, რომელმაც სექტემბერში 8.23 მილიარდი ვიზიტი დააგროვა. ხელოვნური ინტელექტის პლატფორმამ Instagram-საც გაუსწრო, რომლის მაჩვენებელმა 6.81 მილიარდი ვიზიტი შეადგინა. ხუთეულს სწორედ Instagram ასრულებს. შემდეგ პოზიციებზე არიან Reddit — 4.82 მილიარდი, WhatsApp — 4.26 მილიარდი და X — 4.17 მილიარდი ვიზიტით.

AI პლატფორმებს შორის ChatGPT-ის მთავარი კონკურენტი Claude რეიტინგში 21-ე ადგილზეა, 1.58 მილიარდი ვიზიტით. ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ Microsoft-ის Bing, Amazon, Wikipedia, TikTok, LinkedIn, Netflix, Pinterest და სხვა ცნობილი პლატფორმები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ChatGPT-იმ Instagram-ს გაუსწრო - რომელია ყველაზე მონახულებადი ვებგვერდები მსოფლიოში?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·00:00

2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში - ირაკლი კობახიძე

2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში - ირაკლი კობახიძე
კომერსანტი·23:30

პრეპარატთა ექსპერიმენტულმა კომბინაციამ თაგვებში კიბო მოსპო და ამავე კიბოსადმი იმუნიტეტი გამოუმუშავა

პრეპარატთა ექსპერიმენტულმა კომბინაციამ თაგვებში კიბო მოსპო და ამავე კიბოსადმი იმუნიტეტი გამოუმუშავა
კომერსანტი·23:00

არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
კომერსანტი·23:00

მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი ინტერნეტქცევას ვერ აკონტროლებს

მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი ინტერნეტქცევას ვერ აკონტროლებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.