ორიგინალი
მსურველი განცხადებას ოჯახის ექიმთან შეავსებს - ორგანოების დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნის წესი დამტკიცდა
კომერსანტი·10:00

მსურველი განცხადებას ოჯახის ექიმთან შეავსებს - ორგანოების დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნის წესი დამტკიცდა

26 ნოემბერი, 2026 · 10:00

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი დამტკიცდა. მასთან ერთად, იგივე ბრძანებით, განისაზღვრა ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე თანხმობის განცხადების, დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის, ასევე დონაციაზე უარის განცხადების ფორმები.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ რეესტრს ქმნის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრირებულ ყველა გარდაცვლილ დონორს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.

დოკუმენტის თანახმად, პირს უფლება აქვს, წინასწარ, სიცოცხლეში, დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციით განაცხადოს ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობა გარდაცვალების შემდეგ: ა) მისი ქსოვილის ან/და უჯრედის უანგარო (ალტრუისტულ) დონაციაზე; ბ) მისი ორგანოს (ორგანოების) უანგარო (ალტრუისტულ) დონაციაზე. ამასთან, პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლით უარი თქვას უკვე განცხადებულ თანხმობაზე.

პირს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მის სიცოცხლეშივე წერილობით განაცხადოს უარი მისი ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე, რაც აისახება გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ მოითხოვება.

რეესტრში რეგისტრაციის უფლება კი აქვს მხოლოდ 18 წლის ასაკს მიღწეულ, ქმედუნარიან პირს. მსურველი ორგანოს ან უჯრედის დონაციაზე თანხმობის ან უარის თქმის განცხადებას ოჯახის ექიმთან ავსებს.

ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ბრძანებით დამტკიცდა ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები და ტექნიკური მოთხოვნები, მათ შორის ორგანოების შენახვასთან, კარანტინში მოთავსებასა და განადგურებასთან დაკავშირებით.

ბრძანების თანახმად, ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ დონორ კლინიკაში ან გადანერგვის ცენტრში, რომელსაც უნდა ჰყავდეს დონორ -კოორდინატორი და დონორის მართვის გამოცდილების მქონე რეანიმატოლოგი. ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებაში , რომელიც არ არის დონორი კლინიკა, თუ დონორის მართვის პროცესში თავის ტვინის სიკვდილის დადასტურების ეტაპიდან ჩაერთვებიან მოწვეული დონორ -კოორდინატორი და დონორის მართვის გამოცდილების მქონე რეანიმატოლოგი.

ორგანო უნდა იყოს მოთავსებული შესაბამის ხსნარში და შენახული სტერილურ პირობებში ორმაგი ან სამმაგი შეფუთვის პრინციპით. გარე კონტეინერი უნდა უზრუნველყოფდეს თერმოიზოლაციას და დამზადებული უნდა იყოს გამძლე მასალისგან , რათა გაუძლოს შიგთავსის შესაძლო გაჟონვას, დარტყმებს, წნევის ცვლილებებსა და ტრანსპორტირებისას მოსალოდნელ სხვა პირობებს. ორგანოს გადანერგვა კი ხორციელდება მხოლოდ ლიცენზირებულ გადანერგვის ცენტრში შესაბამისი ოპერაციული პროტოკოლების გამოყენებით.

გამოქვეყნდა მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა მომლოდინეთა ეროვნული სიის წარმოებისა და რეციპიენტისგან ინფორმირებული თანხმობის მიღების წესი. მასში რეგისტრაცია უფასოა, სიაში პირთათვის ადგილების გაცვლა კი დაუშვებელია. მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაციის მსურველი პირი უნდა იყოს ორგანოს ფუნქციის შეუქცევადი მოშლის მქონე პაციენტი, რომლისთვისაც ორგანოს გადანერგვით მკურნალობა წარმოადგენს მკურნალობის ყველაზე ეფექტიან მეთოდს.

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის გია თომაძის ინფორმაციით, 2015 წლამდე საქართველოში მხოლოდ გენეტიკურ ნათესავს ან მეუღლეს ჰქონდა ორგანოს დონორად გახდომის უფლება, 2015 წლის შემდეგ კი ეს ჩამონათვალი გაფართოვდა და მას ემოციური სიახლოვის მქონე პიროვნებებიც დაემატა - იგულისხმება, მაგალითად, მეგობარი, ნათლია, ნათლული და ა.შ.

შეგახსენებთ, საქართველოში გვამური დონაციის დაწყებისკენ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 5 წლის წინ გადაიდგა, როცა თურქულ მხარესთან მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ტრანსპლანტალოგიის განვითარება და მათ შორის გვამური დონაციის დაწყება. ქვეყანა ჯერ არ არის გაერთიანებული ორგანოთა გაცვლის სისტემაში. სწორედ ამიტომ საქართველოში გვამური დონაცია არ არსებობს.

ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი ძალაში 2023 წელს შევიდა. კანონის თანახმად, პირს უფლება აქვს, სიცოცხლეში, დონორთა ეროვნულ რეესტრში დარეგისტრირდეს და ამით განაცხადოს ინფორმირებული თანხმობა გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს (ორგანოების) უანგარო დონაციაზე.

წყარო: jandacva.ge

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. მსურველი განცხადებას ოჯახის ექიმთან შეავსებს - ორგანოების დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნის წესი დამტკიცდა

თემა: ოჯახის

ამ თემას 12 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • კვირის პალიტრა·00:28
    "საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ" - მალგოჟატა გოშევსკა
  • ტვ პირველი·23:54
    მალგოჟატა გოშევსკა: მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ
  • BPN·23:36
    მალგოჟატა გოშევსკა - დროა დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და...
  • BM.GE·23:20
    "15 000-ზე მეტმა ოჯახმა მოგვმართა" - მიხეილ სარჯველაძე დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე
ოჯახის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·10:30

სტრიმინგ სერვისი Tidal-ი სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას აკრძალავს

სტრიმინგ სერვისი Tidal-ი სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას აკრძალავს
კომერსანტი·10:29

დევნილთა 10 000 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა - მიხეილ სარჯველაძე

დევნილთა 10 000 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა - მიხეილ სარჯველაძე
კომერსანტი·10:10

DWM-ს მხარდაჭერით მოზიდული 13 მლნ ლარის ფინანსური რესურსი და განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები მიკრობანკ ემბისიში

DWM-ს მხარდაჭერით მოზიდული 13 მლნ ლარის ფინანსური რესურსი და განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები მიკრობანკ ემბისიში
კომერსანტი·10:00

ორი დიდი ბანკი აქტივის ყოველ ლარზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტ მოგებას იღებს, ვიდრე დანარჩენი 17 ერთად, იმავე რეგულაციებით და იგივე მაკროგარემოში - ეკონომისტი

ორი დიდი ბანკი აქტივის ყოველ ლარზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტ მოგებას იღებს, ვიდრე დანარჩენი 17 ერთად, იმავე რეგულაციებით და იგივე მაკროგარემოში - ეკონომისტი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.