ორიგინალი
ირანული რიალის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
კომერსანტი·16:30

ირანული რიალის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

29 ნოემბერი, 2026 · 16:30

ირანული რიალის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. „ირან ინთერნეიშენალის“ ცნობით, ერთი დოლარის ექვივალენტმა ფასმა 3 003 000 რიალს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოცემის ცნობით, რიალი ასევე დაეცა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. ევროს კურსი 3 307 000 რიალს აღწევს, ხოლო ბრიტანული ფუნტი სტერლინგის – 3 956 000 რიალს.

ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აბდოლნასერ ჰემატიმ განაცხადა, რომ ირანს საკმარისი მყარი ვალუტა აქვს ძირითადი საქონლისა და მედიკამენტების შესაძენად მომდევნო თვეების განმავლობაში, თუმცა, მისი თქმით, სავალუტო ბაზარზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორებიც.

„ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, როგორებიცაა ეკონომიკა, მოლოდინები და პოლიტიკა. ჩვენ ვცდილობთ ბაზრის სტაბილიზაციას რაც შეიძლება მეტად“, – განუცხადა ჰემატიმ სახელმწიფო ტელევიზიას.

„როიტერი“ წერს, რომ ირანული რიალის გაუფასურების მთავარი მიზეზი ირან-ამერიკის ომია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-მა ივლისში ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადა განაახლა და ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა სამუშაო ჯგუფის, „რკინის კარიბჭის“ შექმნა, რათა შეეზღუდა იარაღისა და სანქცირებული მასალების გადაადგილება ირანის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაზე.

ამასთან, ირანის სტატისტიკური ცენტრის მონაცემებით, ოქტომბერში ირანში სამომხმარებლო ფასები, წინა წელთან შედარებით, 88.7%-ით, ხოლო წლიური საშუალო ინფლაცია 76.8%-მდე გაიზარდა. საკვებისა და სასმელების ფასებმა წინა წელთან შედარებით 112.6%-ით მოიმატა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ირანული რიალის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·17:35

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა – საქართველოში იმპორტის 99.9% რუსეთზე მოდის

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა – საქართველოში იმპორტის 99.9% რუსეთზე მოდის
კომერსანტი·16:00

სად სვამენ ყველაზე მეტ ყავას - 96 ქვეყნის რეიტინგი

სად სვამენ ყველაზე მეტ ყავას - 96 ქვეყნის რეიტინგი
კომერსანტი·15:30

ჰააგის სასამართლომ BYD-ს ევროკავშირში ახალი SUV-ის გაყიდვა აუკრძალა

ჰააგის სასამართლომ BYD-ს ევროკავშირში ახალი SUV-ის გაყიდვა აუკრძალა
კომერსანტი·15:29

ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.