ორიგინალი
ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია
კომერსანტი·15:29

ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

29 ნოემბერი, 2026 · 15:29

ონი–საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია.

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

„სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს.

გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·13:47
    საპროტესტო აქციაზე „ფედერალისტებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმიანებიან
  • GHN·13:46
    "ალიანსმა" ხაზგასმით უნდა თქვას, ემიჯნება თუ არა ასეთ მძიმე პროვოკაციას, წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს - ირაკლი ფავლენიშვილი
  • ინტერპრესნიუსი·13:11
    ირაკლი ფავლენიშვილი - „ალიანსმა“ ხაზგასმით უნდა თქვას, ემიჯნება თუ არა გამიზნულ პროვოკაციას და გააკეთოს განცხადება გადაწყვეტილებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სიტყვით არ უნდა მიმართონ ადამიანებს
  • ტვ პირველი·11:30
    წალენჯიხის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავენ
მოძრაობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·16:00

სად სვამენ ყველაზე მეტ ყავას - 96 ქვეყნის რეიტინგი

სად სვამენ ყველაზე მეტ ყავას - 96 ქვეყნის რეიტინგი
კომერსანტი·15:30

ჰააგის სასამართლომ BYD-ს ევროკავშირში ახალი SUV-ის გაყიდვა აუკრძალა

ჰააგის სასამართლომ BYD-ს ევროკავშირში ახალი SUV-ის გაყიდვა აუკრძალა
კომერსანტი·15:00

თბილისში ახალი საცხოვრებელი მშენებლობების 49% ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის

თბილისში ახალი საცხოვრებელი მშენებლობების 49% ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის
კომერსანტი·14:48

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.