ორიგინალი
თბილისში ახალი საცხოვრებელი მშენებლობების 49% ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის
კომერსანტი·15:00

თბილისში ახალი საცხოვრებელი მშენებლობების 49% ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის

29 ნოემბერი, 2026 · 15:00

თბილისში საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე გაცემული ნებართვებით გათვალისწინებული ფართობი 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში წლიურად 3%-ით შემცირდა და დაახლოებით 985 ათასი კვ.მ შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 1.001 მლნ კვ.მ იყო.

„თიბისი კაპიტალის“ 2026 წლის 10 თვის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ახალი სამშენებლო ნებართვების თითქმის ნახევარი (49%) სამ უბანზე — ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის.

კერძოდ, ნებართვებით გათვალისწინებული ფართობის 17% ისანზე, 16% საბურთალოზე, 16% დიდ დიღომზე, 15% ნაძალადევზე, 12% გლდანზე, ხოლო დარჩენილი 24% თბილისის სხვა უბნებზე ნაწილდება.

რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, თბილისში სამშენებლო ნებართვების მოცულობამ პიკს 2023 წელს მიაღწია და 1.344 მლნ კვ.მ შეადგინა. 2019 წელს მაჩვენებელი 847 ათასი კვ.მ იყო, 2020 წელს — 1.05 მლნ, 2021 წელს — 1.08 მლნ, 2022 წელს — 951 ათასი, ხოლო 2024 და 2025 წლებში — 1.186 მლნ კვ.მ.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, პოტენციური მიწოდების ზომიერი შემცირების მიუხედავად, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა დაჩქარდა.

საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობამ 3.483 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 22%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა და 39 047 ერთეულს მიაღწია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. თბილისში ახალი საცხოვრებელი მშენებლობების 49% ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის

თემა: თბილისში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 201 სტატია.

  • ფორმულა·14:24
    მიტროპოლიტი აბრაამი თბილისში ჩამოასვენეს
  • BPN·14:00
    2026 წლის 10 თვეში თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების 49% სამ უბანზე მოდის
  • აჭარის ტელევიზია·12:25
    საქართველოს კალაბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპზე, პორტუგალიას დაუპირისპირდება
  • ჯემნიუსი·11:38
    თბილისში უწყვეტი პროტესტის ორი წლისთავზე ათასობით ადამიანი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა
თბილისში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·15:30

ჰააგის სასამართლომ BYD-ს ევროკავშირში ახალი SUV-ის გაყიდვა აუკრძალა

ჰააგის სასამართლომ BYD-ს ევროკავშირში ახალი SUV-ის გაყიდვა აუკრძალა
კომერსანტი·15:29

ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია
კომერსანტი·14:48

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
კომერსანტი·12:23

„განვადების რვეული“ გვაქვს, ბანკებად ვიქეცით. რად გვინდა ეს, როცა სხვა მექანიზმები არსებობს?!“ - მამუკა მახარაძე(bm.ge)

„განვადების რვეული“ გვაქვს, ბანკებად ვიქეცით. რად გვინდა ეს, როცა სხვა მექანიზმები არსებობს?!“ - მამუკა მახარაძე(bm.ge)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.