ორიგინალი
ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
კომერსანტი·14:48

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

29 ნოემბერი, 2026 · 14:48

პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მდებარე, 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სპორტული სტადიონის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 11 248 კვ.მ ფართობის სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად სამ ნაწილად დაყო და გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებად დაარეგისტრირა საკუთარ და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე.

უწყების ცნობით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ ბრალდებულმა ნაკვეთებს ფუნქციური დანიშნულება შეუცვალა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად დაარეგისტრირა. მოგვიანებით კი, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე ნაკვეთი მასთან დაკავშირებული პირის სახელზე გადააფორმა.

პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულმა პირმა ბრალდებულის დავალებით საჯარო რეესტრს მიმართა და ნაკვეთები გააერთიანა.

უწყების შეფასებით, ამ გზით განხორციელდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და სახელმწიფოს კუთვნილი, 1 871 908 ლარად შეფასებული სპორტული სტადიონის დაუფლება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·16:00

სად სვამენ ყველაზე მეტ ყავას - 96 ქვეყნის რეიტინგი

სად სვამენ ყველაზე მეტ ყავას - 96 ქვეყნის რეიტინგი
კომერსანტი·15:30

ჰააგის სასამართლომ BYD-ს ევროკავშირში ახალი SUV-ის გაყიდვა აუკრძალა

ჰააგის სასამართლომ BYD-ს ევროკავშირში ახალი SUV-ის გაყიდვა აუკრძალა
კომერსანტი·15:29

ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია
კომერსანტი·15:00

თბილისში ახალი საცხოვრებელი მშენებლობების 49% ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის

თბილისში ახალი საცხოვრებელი მშენებლობების 49% ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.