ორიგინალი
ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 633 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 312 მილიონი ლარით შემცირდა – სებ
კომერსანტი·12:00

ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 633 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 312 მილიონი ლარით შემცირდა – სებ

26 ნოემბერი, 2026 · 12:00

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 78.46 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 320.41 მილიონი ლარით, ანუ 0.41%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.73% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 632.96 მლნ ლარით, ანუ 1.38%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.55 მლნ ლარით, ანუ 0.96%-ით შემცირდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.54 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.93%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 22.14 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.92%-ით ჩამორჩება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.23%-ით, ანუ 513.35 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 42.39 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 59.11% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 633 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 312 მილიონი ლარით შემცირდა – სებ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·12:30

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება
კომერსანტი·12:29

„ჩელსის“ ყოფილი თანამფლობელი ტოდ ბოელი „ლუკოილის“ უცხოური აქტივების მფლობელი გახდა

„ჩელსის“ ყოფილი თანამფლობელი ტოდ ბოელი „ლუკოილის“ უცხოური აქტივების მფლობელი გახდა
კომერსანტი·12:28

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს
კომერსანტი·11:34

სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბი ხდება - Dell-ის დამფუძნებელი

სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბი ხდება - Dell-ის დამფუძნებელი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.