ორიგინალი
საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი - მაია ომიაძე
კომერსანტი·12:00

საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი - მაია ომიაძე

27 ნოემბერი, 2026 · 12:00

საერთაშორისო კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და ტურიზმის სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციები განიხილეს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, - ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო კონფერენცია „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“.

საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა.

მაია ომიაძის განცხადებით, თბილისის კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და ტურიზმის სექტორში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოში არსებული ტენდენციები განიხილეს.

“კონფერენციის უცხოელმა სპიკერებმა ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. თავის მხრივ, მათთვისაც საინტერესო იყო ქართული ტურიზმის მაგალითების გაცნობა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა - საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი“ - განაცხადა მაია ომიაძემ.

საერთაშორისო კონფერენციას ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. ღონისძიების სამი თემატური სესიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლებმა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და კურორტების ბრენდინგის, მარკეტინგის, ასევე მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ საკითხები განიხილეს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი - მაია ომიაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·12:10

ბათუმში ერთ თვეში 1648 ბინა გაიყიდა, რომლის თითქმის ნახევარი უცხოელებმა შეიძინეს - Colliers

ბათუმში ერთ თვეში 1648 ბინა გაიყიდა, რომლის თითქმის ნახევარი უცხოელებმა შეიძინეს - Colliers
კომერსანტი·11:48

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუმჯობესება 2027 წელს არის მოსალოდნელი - Galt&Taggart

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუმჯობესება 2027 წელს არის მოსალოდნელი - Galt&Taggart
კომერსანტი·11:30

ნორვეგიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norse Atlantic ფრენებს აჩერებს – კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება

ნორვეგიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norse Atlantic ფრენებს აჩერებს – კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება
კომერსანტი·11:20

ტანსაცმლის განბაჟების გაძვირებით ჩვენი წლიური ხარჯი 450 000 ლარიდან ₾9 მილიონამდე იზრდება - “სინომი რიტეილი” (BMG)

ტანსაცმლის განბაჟების გაძვირებით ჩვენი წლიური ხარჯი 450 000 ლარიდან ₾9 მილიონამდე იზრდება - “სინომი რიტეილი” (BMG)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.