ორიგინალი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია თურქეთის ელჩს შეხვდა
კომერსანტი·20:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია თურქეთის ელჩს შეხვდა

29 ნოემბერი, 2026 · 20:10

2026 წლის 29 ნოემბერს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს – „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

„მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, რათა ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია თურქეთის ელჩს შეხვდა

თემა: მინისტრი

ამ თემას 25 ქართული წყარო აშუქებს — სულ 186 სტატია.

  • რუსთავი 2·14:24
    რადიკალური მემარცხენეებისა და ულტრამემარცხენეების მხრიდან ისმის მოწოდებები მსვლელობებზე არეულობების მოწყობის შესახებ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
  • ფორმულა·14:19
    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება
  • აჭარის ტელევიზია·11:54
    ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს
  • იმედი·11:18
    საბერძნეთის შს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დანიშვნიდან 2 კვირის შემდეგ, სკანდალის გამო დატოვა
მინისტრითურქეთისსაგარეო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·20:06

სამედიცინო კოლაფსი და ექთნების დეფიციტი - როგორ იმუშავა მინიმალურმა ხელფასმა

სამედიცინო კოლაფსი და ექთნების დეფიციტი - როგორ იმუშავა მინიმალურმა ხელფასმა
კომერსანტი·19:39

"ბევრი ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის იმ სერვისების მისაღებად, რაც საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე ტარდება“ - დავით ტატიშვილი

"ბევრი ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის იმ სერვისების მისაღებად, რაც საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე ტარდება“ - დავით ტატიშვილი
კომერსანტი·19:22

თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს
კომერსანტი·18:37

შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას 1 ადამიანი დაიღუპა

შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას 1 ადამიანი დაიღუპა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.