ორიგინალი
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტზე 1 კგ-ის გაფორმება 3 ლარი ეღირება
კომერსანტი·18:00

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტზე 1 კგ-ის გაფორმება 3 ლარი ეღირება

29 ნოემბერი, 2026 · 18:00

25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა. ახალი ტარიფი მეორად ტანსაცმელს, ნახმარ ნაწარმსა და ტექსტილის ნარჩენებს არ შეეხება.

ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით დამტკიცდა. დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

ახალი განაკვეთი ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 61-65 ჯგუფებში შემავალ პროდუქციაზე, გარდა 6309 და 6310 სასაქონლო პოზიციებისა. ჩამონათვალში შედის სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავები, მათი ნაწილები და სხვა მზა ტექსტილის ნაწარმი.

დადგენილების მიხედვით, იმპორტიორს საბაჟო გაფორმებისას ორი ტარიფიდან უფრო მაღალის გადახდა მოუწევს: საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით განსაზღვრული ფიქსირებული საფასურის (100-დან 500 ლარამდე) ან წონის მიხედვით დაანგარიშებული თანხის – 1 კილოგრამზე 3 ლარის.

შესაბამისად, თუ ტვირთის წონის მიხედვით გამოთვლილი საფასური ფიქსირებულ ტარიფს გადააჭარბებს, იმპორტიორი სწორედ ამ თანხას გადაიხდის.

მაგალითად, 1 ტონა საქონლის იმპორტის შემთხვევაში საბაჟო გაფორმების საფასური 3 000 ლარი იქნება. ეს 15 000 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთისთვის აქამდე მოქმედ მაქსიმალურ, 500-ლარიან ტარიფზე ექვსჯერ მეტია.

ახალი ტარიფისგან გათავისუფლდება ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) და დიდ ბრიტანეთთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში იმპორტირებული საქონელიც, თუ დეკლარირებისას წარდგენილი იქნება EUR.1 წარმოშობის სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია.

გამონაკლისებში ასევე შედის საქონელი, რომელიც საბაჟო დეკლარაციის „ფორმა 4“-ის გამოყენებით ფორმდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტზე 1 კგ-ის გაფორმება 3 ლარი ეღირება

თემა: ლარი

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • რუსთავი 2·02:36
    პრემიერი: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
  • კვირა·22:55
    ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
  • ინფო 9·22:40
    ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
  • იმედი·22:34
    ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
ლარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·18:37

შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას 1 ადამიანი დაიღუპა

შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას 1 ადამიანი დაიღუპა
კომერსანტი·17:35

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა – საქართველოში იმპორტის 99.9% რუსეთზე მოდის

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა – საქართველოში იმპორტის 99.9% რუსეთზე მოდის
კომერსანტი·16:30

ირანული რიალის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ირანული რიალის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
კომერსანტი·16:00

სად სვამენ ყველაზე მეტ ყავას - 96 ქვეყნის რეიტინგი

სად სვამენ ყველაზე მეტ ყავას - 96 ქვეყნის რეიტინგი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.