ორიგინალი
უკრაინამ ყირიმის ხიდზე დარტყმისას ისრაელის HiSKY-ის ტექნოლოგია გამოიყენა - WSJ
კომერსანტი·20:36

უკრაინამ ყირიმის ხიდზე დარტყმისას ისრაელის HiSKY-ის ტექნოლოგია გამოიყენა - WSJ

28 ნოემბერი, 2026 · 20:36

გამოცემა Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ ყირიმის ხიდზე თავდასხმისას გამოყენებული შეიარაღების ნაწილის კავშირი ისრაელის სატელიტური კომუნიკაციების კომპანია HiSKY-ის მეშვეობით უზრუნველყო. უკრაინული დანაყოფები ალტერნატიულ სისტემებს SpaceX-ის სამხედრო სატელიტურ სერვის Starshield-ზე დაწესებული სიჩქარის შეზღუდვის ფონზე ეძებენ.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, HiSKY, Starlink-ისგან განსხვავებით, რუსეთის ტერიტორიაზეც მუშაობს. უკრაინულმა დრონების დანაყოფებმა ის რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების მოსაძებნადაც გამოიყენეს.

ამასთან, გამოცემის წყაროს თქმით, ისრაელის სისტემის გამოყენება მეტ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს და მისიებით მუშაობისას სპეციალისტების ჩართულობაც საჭიროა. ამიტომ ის, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება და ყოველდღიური ოპერაციებისთვის Starshield-ის სრულფასოვან ალტერნატივად ვერ იქცევა.

უკრაინული დანაყოფების ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის ტერმინალებისთვის კვლავ მოქმედებს საათში 100 მილის, ანუ დაახლოებით 161 კილომეტრის სიჩქარის შეზღუდვა. სამხედროების თქმით, ამ სიჩქარის გადაჭარბებისას კავშირის დაკარგვის საფრთხე ჩნდება.

უკრაინული ძალები ასევე იყენებენ მობილურ ქსელებსა და სისტემებს, რომლებშიც დრონები ერთმანეთს რადიოსიგნალს გადასცემენ. თუმცა, ამ საშუალებებს დაფარვის, ჩახშობისადმი მოწყვლადობის, ღირებულებისა და ვიდეოს დაყოვნების პრობლემები ახლავს თან. WSJ-ის წყაროების შეფასებით, SpaceX-ის სერვისების სრულფასოვანი შემცვლელი ამ ეტაპზე არ არსებობს.

ცნობისთვის, The Telegraph უკრაინელ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად გასანადგურებლად ახალ დარტყმებს ამზადებს. გამოცემის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხიდის დარჩენილი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანა სურს. წინა იერიშის შედეგად საავტომობილო მონაკვეთი ჩამოინგრა, სარკინიგზო ნაწილი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. უკრაინამ ყირიმის ხიდზე დარტყმისას ისრაელის HiSKY-ის ტექნოლოგია გამოიყენა - WSJ

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·17:50
    უკრაინის დრონებმა კვლავ შეუტიეს საწარმოებს როსტოვის ოლქში
  • GHN·17:46
    უკრაინამ 50 დღეში რუსეთის ნავთობისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის 40 ობიექტს დაარტყა - The New York Times
  • ამბები.ge·17:00
    "პრეზიდენტს მისი სრულად დანგრევა სურს“ - უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშებს ამზადებს: The Telegraph
  • ფორმულა·16:49
    უკრაინის ხელისუფლება კუშნერის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·20:31

თბილისში 530 საცხოვრებელი პროექტი შენდება, ბაზარზე ბინების რაოდენობა 88 000-ს აღწევს - Colliers Georgia

თბილისში 530 საცხოვრებელი პროექტი შენდება, ბაზარზე ბინების რაოდენობა 88 000-ს აღწევს - Colliers Georgia
კომერსანტი·20:25

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
კომერსანტი·18:42

ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება- ირანის პარლამენტის წევრი ალი ჰადადი

ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება- ირანის პარლამენტის წევრი ალი ჰადადი
კომერსანტი·17:57

უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად გასანადგურებლად ემზადება- The Telegraph

უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად გასანადგურებლად ემზადება- The Telegraph
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.