სოსო მანჯავიძე: USAID-ი დემოკრატების საყვარელი ინსტრუმენტი იყო მათი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე. USAID-ის მოღვაწეობა გარკვეული შიდა პოლიტიკური გარჩევების საქმე გახდა, თუმცა ეს პროექტები, დამუშავებული სქემები ისევ ცოცხალია და უნდა ველოდოთ გააქტიურებას
USAID-ი დემოკრატების საყვარელი ინსტრუმენტი იყო მათი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე, - განაცხადა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა სოსო მანჯავიძემ „დღის ქრონიკაში“. მისივე თქმით, საქართველოში ამ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც არეულობას ემსახურებოდა, დროებით შეწყდა, თუმცა აშშ-ის პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილების პარალელურად, მოსალოდნელია კვლავ გააქტიურება.
„მაგალითად, გვახსოვს, რომ საქართველოში რევოლუციას მხარს უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია. იქ მიღებული იყო გადაწყვეტილება ე.წ. „რეჟიმ ჩეინჯის“ შესახებ და ეს ვლინდებოდა ღიად, გავიხსენოთ იმავე აშშ-ის მაშინდელი ელჩების საოცარი მოღვაწეობა - დეგნანი-დანიგანის დუეტი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ეს დროებით შეწყდა, რადგან გარკვეული შიდა პოლიტიკური გარჩევების საქმე გახდა USAID-ის მოღვაწეობა, თუმცა ეს პროექტები, დამუშავებული სქემები ისევ ცოცხალია და უნდა ველოდოთ გააქტიურებას. (მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც აშშ-ის პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვლისკენ წავიდა, რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ)“, - განაცხადა მანჯავიძემ.
