მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა

უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყეს.

გენერალური შტაბის თანახმად, 9 ივლისის ღამეს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 12 ნავთობტანკერი დააზიანეს. ჯამში კი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 4 დღის განმავლობაში აზოვისა და შავ ზღვებში დარტყმები 35 რუსულ გემზე განხორციელდა.

ამასთან, უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ 9 ივლისის ღამეს დარტყმები განხორციელდა საბუქსირო და სატვირთო გემებზე.

გარდა ამისა, შეტევა განხორციელდა, მათ შორის, ტანკერებზე Chelsea-6, Aura, Ilya Repin, Venus III, Sanar I და Penelope. განცხადებიდან ირკვევა, რომ ზოგიერთ გემზე დარტყმა განმეორებით განხორციელდა - ისინი უკვე იყვნენ ნახსენები 7 ივლისის ღამის შეტევის დროს დაზიანებულ გემებს შორის.

უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ტანკერებზე განხორციელებული შეტევის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბები ჯერ კიდევ ზუსტდება.

„დაზიანებული გემები გამოიყენებოდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაჯგუფებების საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგებისთვის, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით გადასაზიდად. ისინი უზრუნველყოფენ ენერგომატარებლების ექსპორტს, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო უწყების განცხადებაში.

ამასთან, 8-9 ივლისს უკრაინამ კვლავ მიიტანა დრონებით იერიში რუსულ ობიექტებზე - დაზიანებულია ნავთობტერმინალი, ნავთობსაცავი და საბრძოლო მასალის საწყობი.

მიტანილ იერიშებს რუსეთში ხანძარი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, სტავროპოლში დაბომბილი ობიექტი „ლუკოილს“ ეკუთვნის, რომელიც ნავთობპროდუქტების შესანახი იყო და აქედანვე მარაგდებოდა ცენტრალური და სამხრეთ რუსეთის ბენზინგასამართი სადგურები. იერიშები ასევე მიიტანეს ქალაქ ბატაისკში მდებარე ნავთობტერმინალზე, რასაც ასევე ხანძარი მოჰყვა. ეს ობიექტი საწვავით ამარაგებდა სამხრეთში განლაგებულ სამხედრო ობიექტებს.

უკრაინულმა ძალებმა ასევე დაბომბეს ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში, სოროკინეს რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობიც.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 244 სტატია.

  • „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენიმედი
  • პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"BM.GE
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →რუსული →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია

ფორმულა

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა, სავარაუდოდ, რუსეთის ორენბურგში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი დააზიანეს

უკრაინულმა დრონებმა, სავარაუდოდ, რუსეთის ორენბურგში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი დააზიანეს

ფორმულა