მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. 11 ივლისიდან ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება
11 ივლისიდან ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება

11 ივლისიდან ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება

ფორმულა|formulanews.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება, რათა ქუთაისი (ჭომა) – ალპანა – მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, არსებული მეწყრული უბნების აღდგენა და დამცავი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა) – ალპანა – მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე, არსებული მეწყრული უბნის აღდგენისა და დამცავი სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2026 წლის 11 ივლისიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება. ამ პერიოდში, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა სპეციალურად მოწყობილ შემოვლით გზაზე გადაერთვება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ონის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა – ონის საავტომობილო გზების გავლით და პირიქით. ამასთან, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე აიკრძალება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომელთა მაქსიმალური დასაშვები მასა 8 ტონას აღემატება შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს, ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ვითარების შეფასებასა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ჩართული იყვნენ გეოლოგები, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი სპეციალისტები. მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, პარალელურად მოეწყო დროებითი ალტერნატიული გზა, რომელზეც უკვე დაგებულია ასფალტის საფარი. ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობასა და სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ძირითად გზაზე მიმდინარე სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად ისარგებლონ შემოვლითი მარშრუტით. ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით, მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ფორმულა

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ფორმულა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ფორმულა