მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბექა ჭულუხაძეა
სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბექა ჭულუხაძეა

სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბექა ჭულუხაძეა

ფორმულა|formulanews.ge

სუს-ში "ფორმულას" უთხრეს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული საქართველოს ძებნილი მოქალაქე ბექა ჭულუხაძეა.

დღეს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში, დააკავეს პირი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იძებნებოდა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს, საჭიროების შემთხვევაში, დივერსია უნდა მოეწყოთ.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან", - თქვა ლაშა მაღრაძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს და თანხა და ნივთები გასტაცეს - დაკავებულებიდან ერთი არასრულწლოვანიტვ პირველი
  • აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ბინადრობის ნებართვის თაღლითური სქემა - დაკავებულ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • თბილისში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანია დაკავებული - შსსBM.GE
დაკავებული →

მსგავსი სტატიები

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ფორმულა

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ფორმულა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ფორმულა