მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ქვეითის დაღუპვისა და მიმალვისთვის ბრალდებულს 7,6 წლით პატიმრობა მიესაჯა
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ქვეითის დაღუპვისა და მიმალვისთვის ბრალდებულს 7,6 წლით პატიმრობა მიესაჯა

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ქვეითის დაღუპვისა და მიმალვისთვის ბრალდებულს 7,6 წლით პატიმრობა მიესაჯა

ფორმულა|formulanews.ge

თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელსაც გამოძიება ედავებოდა განსაცდელში მიტოვებასა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაცდელში მიტოვებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და შეეჯახა ქვეითს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეჯახებისას მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდარუსთავი 2
  • პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ქრთამის სახით 750,000 ლარის აღებისთვის ახალი ბრალი წარუდგინა, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებსBM.GE
  • 13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯანეტგაზეთი
  • უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა გირაოს თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას პატიმრობა ემუქრებაიმედი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ფორმულა

სააგენტო: ცალკეულ რეგიონებში 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება

სააგენტო: ცალკეულ რეგიონებში 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება

ფორმულა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

ფორმულა

ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

ფორმულა