მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti
13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti

13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti

ნეტგაზეთი19 აგვისტო, 2026, 20:51|netgazeti.ge

13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ გამოიტანა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, განახორციელა გარყვნილი ქმედება. ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის თებერვლის თვეში და 2023 წლის ოქტომბრის თვეში ანალოგიური ხასიათის ქმედებები განახორციელა მისი სტუდიის ორი სხვა მოსწავლის მიმართ“, — აცხადებს პროკურატურა.

ცეკვის მასწავლებელი მიმდინარე წლის 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„მეგობრული კონტექსტი“ — 11 წელი. სამი ადვოკატი, უამრავი არგუმენტი და მცდელობა, რომ ბავშვის მიმართ მიუღებელი ქმედებებისთვის რაც შეიძლება „რბილი“ სახელები ეპოვათ. სიტყვების გადარქმევა რეალობას ვერ ცვლის. როგორც ჩანს, სამმა ადვოკატმაც ვერ შეძლო 11 წლის თავისუფლების აღკვეთის „მეგობრულ კონტექსტად“ გადაქცევა. დღეს სასამართლომ საკუთარი შეფასება გააკეთა. ბავშვის ნდობა სათამაშო არ არის. და „ღვაწლმოსილება“ არც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბილეთია,” — დაწერა სოციალურ ქსელში მოზარდის ნათესავმა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • ბინადრობის ნებართვის თაღლითური სქემა - დაკავებულ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებაBM.GE
  • უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა გირაოს თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას პატიმრობა ემუქრებაიმედი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი კვლავ აპირებს განცხადებების გამოქვეყნებას

ღარიბაშვილი კვლავ აპირებს განცხადებების გამოქვეყნებას

ნეტგაზეთი

აზერბაიჯანმა აშშ-ში CNN-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

აზერბაიჯანმა აშშ-ში CNN-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი